იდეების კონკურსი
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: იდეების კონკურსი
მომწოდებელი: ორბელიანი საქართველო
გამოქვეყნდა: 31 აგვ / ბოლო ვადა: 30 სექ
არასამთავრობო ორგანიზაცია "ორბელიანი საქართველო", შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, აცხადებს იდეების კონკურსს თბილისის, კახეთსა და ქვემო ქართლში მცხოვრები აქტივისტებისთვის, შემდეგი თემატური მიმართულებით: 

** ხელოვნება სოციალური ცვლილებებისთვის
** გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები
** "შეცვალე შენი ქალაქი!"
** დადებითი სოციალური ცვლილებები

თემატური მიმართულებების დეტალური აღწერა იხილეთ ქვემოთ.

"ორბელიანი"  ინოვაციური ონლაინ პლატფორმაა საქართველოში საზოგადოების სარგებელზე ორიენტირებული სამოქალაქო ინიციატივების მხარდასაჭერად. იდეების კონკურსის მიზანია მოხალისეობის კულტურის პოპულარიზაცია და სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა და გაზრდა საქართველოში. "ორბელიანმა" მხარი დაუჭირა მოქალაქეთა ინიცირებულ 220 პროექტს, რომლის განხორციელებაშიც 4,000-ზე მეტი ადამიანი მოხალისეობრივად იყო ჩართული. დაფინანსებული იდეების  სანახავად ეწვიეთ app.orbeliani.net 

იდეის წარდგენა შეუძლია ნებისმიერ ადამიანს ან საინიციატივო ჯგუფს. შეავსეთ მარტივი განაცხადი ჩვენს ინტერნეტ პლატფორმაზე (app.orbeliani.net) და მიუთითეთ  ნივთი/ნივთები, რაც იდეის განხორციელებისთვის გჭირდებათ. გამარჯვების შემთხვევაში იდეის ავტორს მოთხოვნილი ნივთი/ნივთები გადაეცემა და/ან სერვისის ხარჯი აუნაზღაურდება. პლატფორმაზე მხოლოდ გამარჯვებული იდეები გამოქვეყნდება. 

იდეა მოხალისეობრივ საწყისებზე უნდა განხორციელდეს. "ორბელიანი" არ ანაზღაურებს იდეის ავტორის და ჩართული პირების მიერ გაწეულ სამუშაოს ხელფასის ან ჰონორარის სახით.
კონკურსის ფარგლებში დაფინანსდება სულ მცირე 20 ინიციატივა. 

განცხადებების წარდგენა შესაძლებელია ქართულ ან ინგლისურ ენაზე. 
იდეების შემოტანის ბოლო ვადაა: 20 სექტემბერი.
იდეების განხორციელება უნდა დაიწყოს ოქტომბრის დასაწყისში.

1. ხელოვნება სოციალური ცვლილებებისთვის

ვეძებთ იდეებს, რომელსაც შეუძლია:

** წამოწიოს/აქტუალური გახადოს რომელიმე სოციალური პრობლემა (ზოგადად საზოგადოებისთვის, ან რომელიმე სოციალური ჯგუფისთვის);
** ხელი შეუწყოს საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების დანგრევას;
** ხელი შეუწყოს კრიტიკულ აზროვნებას;
** გახდეს ინსპირაციის წყარო ადამიანებისთვის.

შეგიძლიათ გამოიყენოთ ხელოვნების ნებისმიერი ფორმა - ვიზუალური/კონცეპტუალური ხელოვნება, ფოტოგრაფია, ახალი მედია, ვიდეო, ცეკვა, თეატრი/პერფორმენსი, მუსიკა ა.შ. მთავარია აქციოთ ხელოვნება სოციალური ცვლილების ინსტრუმენტად. 

რა ნივთები/მატერიალური რესურსი გჭირდებათ თქვენი პროექტის განსახორციელებლად? წარმოადგინეთ თქვენი იდეა, რა ცვლილებებს ისახავს მიზნად, რომელ სოციალურ ჯგუფზე არის გათვლილი და მიუთითეთ პროექტისთვის საჭირო ნივთი/ნივთები. გამარჯვების შემთხვევაში, საშუალება გეძლევათ განახორციელოთ თქვენი მცირე შემოქმედებითი პროექტი.

2. გარემოს დაცვა და კლიმატური ცვლილებები

ამ მიმართულების ინიციატივები შესაძლებელია მოიცავდეს შემდეგ თემებს:

** კლიმატის ცვლილება და მდგრადი  განვითარება;
** ნარჩენების მართვა;
** გამწვანება და ბუნებრივი გარემო პირობების შენარჩუნება;
** განახლებადი ენერგიის წყაროების პოპულარიზაცია და მათი გამოყენება.

3. შეცვალე შენი ქალაქი!

რას შეცვლიდი შენს უბანში/თემში/სოფელში თუ ქალაქში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობით? როგორ შეძლებ შენის სამეზობლოს გამოცოცხლებას? 

უამრავი შესაძლებლობაა, რომ შენს გვერდით მცხოვრები ადამიანები საერთო მიზნისთვის გააერთიანო, შენი სამეზობლოს სახელით კარგი საქმეები გააკეთო, გაალამაზო შენი ქუჩა, უბანი, გადაჭრა თქვენთვის მნიშვნელოვანი პრობლემა, ითანამშრომლო ადგილობრივ ხელისუფლებასთან და აჩვენო ერთად მოქმედების საუკეთესო მაგალითი. რა სჭირდება შენს უბანს? ეზოს გამწვანება, სათამაშო მოედნის აშენება, ახალგაზრდული თავშეყრის ადგილის მოწყობა, ნარჩენების კომპოსტირება, მიტოვებული სივრცეების გამოცოცხლება, ველოსიპედების პარკინგი, კამპანია საზოგადოებრივი სივრცის დასაცავად თუ სხვა რამ? რა შეგიძლია შენ და შენმა მეგობრებმა გააკეთოთ შენი უბნისთვის, სოფლისთვის თუ ქალაქისთვის, რომ ცხოვრება ყველასთვის უკეთესი  გახდეს? 

წარმოადგინე იდეა, მოიპოვე ნივთები, ჩართე სხვებიც. შეცვალეთ ქალაქი ერთად!

4. დადებითი სოციალური ცვლილებები

თუ თვლი, რომ შენი იდეა ჩამოთვლილი თემატური კატეგორიებიდან არცერთს ერგება, თუ თვლი, რომ შენს იდეას არ სჭირდება საზღვრები, თუ გაქვს იდეა, რომელსაც შეუძლია საზოგადოებისთვის/შენი თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭრას ან მცირე წვლილი შეიტანოს ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, მაშინ განაცხადის შევსებისას მონიშნე `დადებითი სოციალური ცვლილებები`. 

კონკურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ მიიღოთ ჩვენი ფეისბუქის გვერდის მეშვეობით. მოგვძებნეთ "OrbelianiGeorgia":  https://www.facebook.com/OrbelianiGeorgia/

კითხვებისთვის დაუკავშირდით ნინო გიორგაძეს, პროგრამის კოორდინატორს: nino@orbeliani.net ან მოგვწერეთ ფეისბუქ გვერდის მეშვეობით.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე