კატეგორიის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კატეგორიის მენეჯერი
მომწოდებელი: Swoop.ge
გამოქვეყნდა: 30 აგვ / ბოლო ვადა: 30 სექ
ონლაინ შოპი Swoop.ge ახალი ინვესტიციების დახმარებით გეგმავს საქართველოში ელექტრონული კომერციის ბიზნესის განვითარებას. Swoop.ge -ში ვიწყებთ ახალ მასშტაბურ და ამბიციურ პროექტებს, რისთვისაც გვესაჭიროება გუნდის ახალი წევრი - მობილური ტელეფონებისა და მობილურის აქსესუარების კატეგორიის მენეჯერი.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესყიდვისა და გაყიდვის პროცესების მართვა და კონტროლი;
** ბაზრის ანალიზი - საბაზრო ტენდენციების მონიტორინგი;
** პროდუქციის ნაირსახეობის მატებაზე ზრუნვა, არსებული ასორტიმენტის,
** გაყიდვებისა და ბაზრის ანალიზის საფუძველზე;
** ახალი ბრენდების/მომწოდებლების მოძიება, მოლაპარაკების წარმოება და
** პროდუქციის დროული მოწოდების უზრუნველყოფა;
** შესყიდვების გეგმის შედგენა;
** შესყიდული პროდუქციის გაყიდვების მხარდაჭერა და პროცესის მართვა;
** ფასწარმოქმნის ანალიზი და პროდუქციის ფასების შესახებ რეკომენდაციების შემუშავება;
** გაყიდვებისთვის დაგეგმილი აქციებისა და სხვა აქტივობების ეფექტურობის დადგენა და მონიტორინგი;
** შეთავაზების კატალოგების მომზადება გაყიდვების სტიმულაციისთვის;
** პროდუქციის ანალიზი - შესყიდვის, გაყიდვის და მარაგის მუდმივი მონიტორინგი.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება მობილური ტექნიკის კატეგორიის მენეჯერის პოზიციაზე;
** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** სასურველია სამუშაო პროგრამების ცოდნა.

უპირატესობა მიენიჭება: ელექტრონული კომერციის მიმართულებით გამოცდილებას

აუცილებელი უნარები:

** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების და დარწმუნების უნარი;
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
** გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:

** ინოვაციურ პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას
** ამბიციურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს
** კონკურენტულ ანაზღაურებას

თუ ფიქრობთ, რომ ჩამოთვლილ მოთხოვნებში თქვენ დაგახასიათეთ, თუ მოგწონთ ინოვაციურ პროექტებში მონაწილეობის მიღება და ახალი გამოწვევების მიღება - გამოგვიგზავნეთ რეზიუმე ელ-ფოსტაზე: info@swoop.ge

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე