საბიუჯეტო ბუღალტერიის კურსი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საბიუჯეტო ბუღალტერიის კურსი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 30 აგვ / ბოლო ვადა: 30 სექ
"ევროპის აკადემიური ცენტრი" თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში აცხადებს მიღებას საბიუჯეტო ბუღალტერიის კურსზე.

ევროპის აკადემიური ცენტრი ფლობს ISO სერტიფიკატს ტრენინგებისა და პროფესიული გადამზადების კურსების შემუშავება განხორციელებაში. ჩვენ ორიენტირებულები ვართ საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის სწავლებაზე. ამასთანავე, მუდმივად ვთანამშრომლობთ დამსაქმებელთა კორპუსთან, რათა შევისწავლოთ მათი მოთხოვნები და შევძლოთ ამ მოთხოვნების პრაქტიკული რეალიზაცია.

პროგრამა ითვალისწინებს კონკრეტული საბიუჯეტო ორგანიზაციის პირველად დოკუმენტებთან მუშაობის მაგალითზე ერთი წლის ბუღალტერიის წარმოებას, შემდგომი ანგარიშების გადახურვითა და საგადასახადო დეკლარაციების შევსებით.

კურსი მოიცავს:

** საბიუჯეტო ორგანიზაციების ფუნქციონირების ბაზას;
** არაფინანსური აქტივების აღრიცხვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის;
** ფინანსური აქტივების აღრიცხვას საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის;
** საბიუჯეტო ორგანიზაციების ხარჯებისა და დაფინანსების აღრიცხვას;
** დებიტორულ-კრედიტორული დავალიანების აღრიცხვას;
** საჯარო სამართლის იურიდიული პირების ეკონომიკურ საქმიანობასთან დაკავშირებული ოპერაციების აღრიცხვას;
** საგადასახადო დეკლარაციებთან მუშაობის შესწავლას;
** მოგება-ზარალის ანგარიშგებას;
** ანგარიშგებას ფულადი ნაკადების შესახებ.

კურსის ხანგრძლივობა: 2 თვე, კვირაში 3-ჯერ;
კურსის ღირებულება: 450 ლარი, ინდივიდუალურად: 850 ლარი.
კურსს უძღვება საბიუჯეტო ორგანიზაციის ფინანსური მენეჯერი, პრაქტიკოსი სპეციალისტი. სწავლის დასრულების
შემდეგ ჩატარდება ფინალური გამოცდა, რის საფუძველზეც გაიცემა სერტიფიკატი.

რეგისტრაციისათვის შეავსეთ განაცხადის ფორმა: https://goo.gl/6Dm2MH

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას 67
ტელ: (+995 32) 2 238 234; 599 334 700

ქ. ქუთაისი, წერეთლის ქ. 13 (ქუთაისის უნივერსიტეტის I სართული)
ტელ: (+995 431) 236060, 598 802227

ქ. ბათუმი, ჯავახიშვილის 3ა
ტელ: (+995 422) 293 293, 592700066

ვებ-გვერდი: http://www.pdcgeo.ge
ელ-ფოსტა: info@pdcgeo.ge
Facebook: https://www.facebook.com/www.pdcgeo.ge.Tbilisi
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე