უფროსი იურისტი, სამართლებრივი მკვლევარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი იურისტი, სამართლებრივი მკვლევარი
მომწოდებელი: კონსტიტუციის 42-ე მუხლი
გამოქვეყნდა: 30 აგვ / განახლდა: 10 სექ / ბოლო ვადა: 30 სექ
ააიპ "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" აცხადებს კონკურსს უფროსი იურისტისა და სამართლებრივი მკვლევარის პოზიციებზე, პროექტის ფარგლებში - "ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების გაუმჯობესება ადვოკატირებისა და კვლევების გზით".

1. უფროსი იურისტი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2018 - 31 ივლისი 2019
ანაზღაურება: 1 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით
სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ
სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების მონიტორინგი და ანალიზი; რელევანტური ეროვნული კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საერთო სასამართლოების პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; ინდივიდუალური საქმეების მონიტორინგი და სამართალწარმოება, საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წერილობით კორესპონდენციის მომზადება; სამართლებრივი მკვლევარის პროექტით გათვალისწინებული სამუშაოს ზედამხედველობა; პარტნიორ არასამთავრობო და საერთაშორისო, მათ შორის დონორ ორგანიზაციებთან და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაცია/თანამშრომლობა; პროექტის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება; მედიასთან კომუნიკაცია; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)
** ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის მინიმუმ ორი წლის გამოცდილება
** სასურველია მენეჯერულ პოზიციაზე ან/და პროექტის ხელმძღვანელად მუშაობის გამოცდილება
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად
** სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად.

ენების ცოდნა:

** ინგლისური სრულყოფილად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

უნარ ჩვევები:

** სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე სრულყოფილად
** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე და პრეზენტაბელურობა
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება. 

ეტაპები:

** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
** მეორე ეტაპზე გადასული კანდიდატებისთვის - წერითი დავალება
** მესამე  ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის - გასაუბრება.

2. სამართლებრივი მკვლევარი

პროექტის ხანგრძლივობა: 1 სექტემბერი 2018 - 31 ივლისი 2019
ანაზღაურება: 800 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, გადასახადების ჩათვლით
სამუშაოს დაწყების დრო: დაუყოვნებლივ
სამუშაოდ ტიპი: სრული განაკვეთი

მოვალეობები:

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და გაეროს სახელშეკრულებო ორგანოების გადაწყვეტილებების აღსრულების ანალიზი; რელევანტური ეროვნული კანონმდებლობის კვლევა და ანალიზი; ამ მიმართულებით, საქართველოს პარლამენტის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს და საერთო სასამართლოების პრაქტიკის კვლევა და ანალიზი; ინდივიდუალური საქმეების მონიტორინგი და სამართალწარმოება საჭიროების შემთხვევაში, ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე; შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციებისათვის წერილობით კორესპონდენციის მომზადება; ინდივიდუალური  საქმეებისა და საკანონმდებლო ანალიზის საფუძველზე ანგარიშის პროექტის მომზადება; საჯარო განცხადებებისა და პრეს-რელიზების მომზადება; პროექტით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი აქტივობების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება (მაგისტრის ხარისხი; სასურველია ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალში)
** ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიმართულებით  მუშაობის გამოცდილება
** სამართლებრივი კვლევის მომზადების გამოცდილება
** სამართალწარმოების გამოცდილება ეროვნულ სასამართლოებში ან/და საერთაშორისო ორგანოების წინაშე ჩაითვლება პრიორიტეტად
** ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი სერტიფიკატი საერთო სპეციალიზაციით ჩაითვლება პრიორიტეტად.

ენების ცოდნა:

** ინგლისური სრულყოფილად;
** რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტად.

საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა.

 ​უნარ-ჩვევები:

** სამართლებრივი დოკუმენტების, მათ შორის კვლევის მომზადება ქართულ და ინგლისურ ენებზე
** სრულყოფილი კომუნიკაცია ქართულ და ინგლისურ ენებზე
** პრეზენტაციების მომზადება/საჯარო გამოსვლები
** სამუშაოს შესრულების მაღალი მოტივაცია და პასუხისმგებლობა
** გუნდური მუშაობა და მაღალი სამუშაო ეთიკა
** შემჭიდროებულ ვადებსა და დაძაბულ რეჟიმში სამუშაოს სრულყოფილად შესრულება.

ეტაპები:

** დოკუმენტების მიხედვით კანდიდატების შერჩევა
** მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებისთვის გასაუბრება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ CV, სამოტივაციო წერილი და მათ მიერ ჩატარებული სამართლებრივი კვლევის ნიმუში, 2018 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@article42.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე