პრისელერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პრისელერი - თელავი
მომწოდებელი: დიპლომატ ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 აგვ / ბოლო ვადა: 30 სექ
"დიპლომატი" საერთაშორისო სადისტრიბუციო კომპანიაა, რომელიც წარმოადგენს მსოფლიოს პრემიუმ კლასის კომპანიების წამყვან ბრენდებს მსოფლიოს ხუთ ქვეყანაში. "დიპლომატი" საქართველოში საქმიანობას ეწევა 2008 წლიდან და წარმოადგენს ქვეყანაში წამყვან სადისტრიბუციო კომპანიას, რომელიც ახორციელებს საერთაშორისო კომპანიების - "P&G"-ის და "Nestle"-ს სამომხმარებლო და კვების პროდუქტების დისტრიბუციას საქართველოში.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას პრისელერის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული
მდებარეობა: თელავი

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან ვიზიტი განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით და შეკვეთების აღება;
** არსებულ და პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება/შენარჩუნება;
** კლიენტების რაოდენობის გაზრდა;
** პროდუქციის განლაგება თაროზე, განსაზღვრული სტანდარტების შესაბამისად.
** გაყიდვების გაზრდის მიზნით სპეციალური აქტივობების განხორციელება;
** თაროზე წილის და მერჩენდაიზინგის კონტროლი;
** გაყიდვების გაზრდა და მარშრუტებზე დასმული გეგმების შესრულება;
** საჭიროების შემთხვევაში დამატებითი დისპლეების მოწყობა;
** შეკვეთების ასახვა სისტემაში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (უმჯობესია გაყიდვების ან ბიზნესის დარგში);
** MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში - უმჯობესია FMCG სექტორში.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პრობლემების გადაჭრის გამორჩეული უნარი;
** შედეგზე ორიენტირებული;
** დამოუკიდებლად და გუნდურ გარემოში მუშაობის უნარი;
** გაყიდვების და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
** დაძაბულ სიტუაციაში მშვიდად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელური;
** ინიციატივის მქონე, შრომისმოყვარე და ენთუზიაზმით სავსე;
** კარგი საორგანიზაციო უნარჩვევები;
** მოქმედი მართვის მოწმობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, შეავსეთ განაცხადის ფორმა, ან გამოაგზავნეთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@diplomat.ge და პოზიციის სახელწოდება და რეგიონი მიუთითეთ ელფოსტის სათაურში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე