უფროსი შიდა აუდიტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: უფროსი შიდა აუდიტორი
მომწოდებელი: კრისტალი
გამოქვეყნდა: 29 აგვ / განახლდა: 30 აგვ / ბოლო ვადა: 29 სექ
სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას ვაკანსიას უფროსი შიდა აუდიტორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სრული

"კრისტალი" ერთ-ერთი წამყვანი, პასუხისმგებლიანი საფინანსო ინსტიტუტია საქართველოში, რომელიც ემსახურება 70 000-ზე მეტ მომხმარებელს და ოპერირებს საქართველოს 5 რეგიონში, 40 ფილიალისა და 17 სერვისცენტრის მეშვეობით. კრისტალში დასაქმებულთა რაოდენობა 1000-ზე მეტია!

"კრისტალი" გთავაზობთ:

** მზარდ სახელფასო სისტემას, გამოცდილების და კვალიფიკაციის გათვალისწინებით
** პიროვნულ და პროფესიულ ზრდას
** მეგობრულ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** საუკეთესო სამუშაო პირობებს

ძირითადი მოვალეობები:

** ორგანიზაციის შიდა პროცესების ანალიზი, არსებული რისკების იდენტიფიცირება, კონტროლის მექანიზმების ეფექტურობის შეფასება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა;
** არსებული შიდა ნორმატიული დოკუმენტების (წესები, სტანდარტები, პროცედურები) პრაქტიკული შესრულების აუდიტი. ორგანიზაციაში დანერგილი კონტროლის მექანიზმების მუშაობის ეფექტურობის შემოწმება;
** აუდიტის პროცესის დეტალური დოკუმენტირება (სამუშაო ფაილების ნათლად, გარკვევით და სრულყოფილად მომზადება);
** ჩატარებული აუდიტის შედეგების ამსახველი ანგარიშის მომზადება;
** აუდიტის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი;
** აუდიტის ჩატარების შიდა მეთოდოლოგიის დახვეწისა და განახლების პროცესში აქტიური მონაწილეობა;

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ეკონომიკის / ფინანსების / ბუღალტერიის / აუდიტის დარგში);
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება აუდიტის მიმართულებით;
** ძირითადი საოფისე კომპიუტერული პროგრამების კარგად ცოდნა. Microsoft Excel-ის პროფესიონალურ დონეზე ცოდნა;
** ქართულ და ინგლისურ ენაზე ეფექტური წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარები;
** ლოგიკური აზროვნების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს 2018 წლის 29 სექტემბრის 18:00 საათამდე შეუძლიათ გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@crystal.ge (გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიცია და ადგილმდებარეობა, სადაც შემოგაქვთ განაცხადი, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება).

მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან გამოძახებული შემდგომ ეტაპზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე