მცხობელი - ყაზბეგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მცხობელი - ყაზბეგი
მომწოდებელი: სასტუმრო Rooms ყაზბეგი
გამოქვეყნდა: 29 აგვ / ბოლო ვადა: 29 სექ
სასტუმრო "Rooms Hotel Kazbegi" აცხადებს ვაკანსიას მცხობელის პოზიციაზე.

პოზიციის სახელწოდება: მცხობელი
განყოფილება: სასმელებისა და კვების დეპარტამენტი;
პასუხისმგებელია: სამზარეულოს აღმასრულებელი სუ შეფის მიმართ.

მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად);
** პროფესიული განათლება ამავე მიმართულებით (ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართულად საუბარი ქართულ ენაზე.

უნარები:

** ფიზიკური გამძლეობა;
** კარგი მეხსიერება;
** კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

ძირითადი მოვალეობები:

** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** შეასრულოს ყველა შეკვეთა ზედმიწევნით სიზუსტით და მინიმალური დანაკარგით;
** გამოიყენოს სასწორი და საზომი მოწყობილობები ინგრედიენტების ასაწონად;
** დახმარება გაუწიოს მთავარ მცხობელსა და შეფ-მზარეულს;
** უზრუნველყოს საცხობის მაცივრების, დანადგარების, ღუმელების, ზედაპირების სისუფთავე ნებისმიერ დროს;
** აკონტროლოს საჭირო პროდუქტის ხარისხი და ეფექტური სასაწყობე რაოდენობა;
** გააკონტროლოს და უზრუნველჰყოს საკვების დახარისხება, შენახვა, ტემპერატურის და ვარგისიანობის აღმნიშვნელი სტიკერების შემოწმება სასტუმროს სტანდარტის მიხედვით;
** გაუზიაროს ცოდნა და გამოცდილება ახალ თანამშრომლებს. აქტიურად ჩაერთოს მათ სწავლებაში;
** დაესწროს ყველა ტრენინგს, რომელიც ტარდება სამზარეულოს თანამშრომლებისვის;
** პასუხისგებლობით მოეკიდოს კომპანიის შინაგანაწესს;
** იმოქმედოს ჯანმრთელობის და უსაფრთხოების წესების დაცვით.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2018 წლის 29 სექტემბრამდე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.kazbegi@roomshotels.com და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

მოცემული სამუშაო აღწერილობა შესაძლებელია დაექვემდებაროს ცვლილებებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე