IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტი
მომწოდებელი: ევროკრედიტი
გამოქვეყნდა: 29 აგვ / ბოლო ვადა: 20 სექ
მიკროსაფინანსო კომპანია შპს "მისო ევროკრედიტი" აცხადებს ვაკანსიას IT ტექნიკური მხარდაჭერის სპეციალისტის პოზიციაზე.

მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "ევრო კრედიტი" ხელმისაწვდომს ხდის ფულად რესურსებს მოსახლეობის ფართო ფენებისთვის ფინანსური პროდუქტების მეშვეობით. ამჟამად ბაზარზე წარმოდგენილი ვართ ავტომობილით უზრუნველყოფილი სესხებით. მისო ევროკრედიტი მზარდი ორგანიზაციაა, რომელიც თანაბრად აძლევს თითოეულ თანამშრომელს კარიერული ზრდისა და განვითარების საშუალებას. კომპანია თავისი თანამშრომლებისათვის ქმნის სასიამოვნო სამუშაო გარემოს და უზრუნველყოფს დამატებითი ბენეფიტებით.

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპიუტერული ტექნიკის მონტაჟი;
** კომპიუტერული ტექნიკის დიაგნოსტიკა;
** კომპიუტერული ტექნიკის გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** საკომუნიკაციო და საკონფერენციო მომსახურების გაწევა;
** კომპანიაში არსებული სპეციალიზებული პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მხარდაჭერა;
** სხვადასხვა ტექნიკური პროგრამული პრობლემების მოგვარება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია განათლება საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით.
** მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დისციპლინა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@eurocredit.ge და გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 20 სექტემბერი .

შემდეგი ეტაპისათვის კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე