მოლარე - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მოლარე - ქუთაისი
მომწოდებელი: ნიკორა ტრეიდი
გამოქვეყნდა: 28 აგვ / ბოლო ვადა: 28 სექ
სს "ნიკორა ტრეიდი"- ბაზარზე სუპერმარკეტების მრავალრიცხოვანი ქსელით არის წარმოდგენილი, ჰოლდინგის შემადგენლობაში შედის "ნიკორას" "ნუგეშის" "ლიბრესა" და "სანდეის" მაღაზიები. ამ ეტაპისათვის კომპანია ფლობს 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტს რომელთაგანაც 174 თბილისში ხოლო 35 საქართველოს სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი.

"ნიკორა ტრეიდის" მთავარი მიზანია - განვითარება, გაფართოებისკენ მუდმივი სწრაფვა, სიახლეების ათვისება, ხარისხის კონტროლი, სოციალური პასუხისმგებლობა, პარტნიორებთან გრძელვადიანი თანამშრომლობა და მომხმარებლის ერთგულების მოპოვება. "ნიკორა ტრეიდის" თანამშრომელთა რაოდენობა 3000-ს შეადგენს.

დაწვრილებითი ინფორმაციისათვის გადადით ჩვენს საიტზე http://www.nikoraholding.ge

სს "ნიკორა ტრეიდი" აცხადებს ვაკანსიას მოლარეს პოზიციაზე ქუთაისში.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია უმაღლესი განათლება;
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია უცხო ენის სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლის თავაზიანი დახვედრა და პროდუქტის შერჩევაში დახმარების გაწევა;
** სალაროსთან არსებული პროდუქციის განაწილება და ვადების კონტროლი;
** სიახლეებისა და აქციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
** სალაროს გატარებების წარმოება;
** კორპორატიული მომხმარებლისთვის ზედნადების ატვირთვა;
** ცვლის დახურვა Z ანგარიშით (სალარო აპარატით, პროგრამულად და ტერმინალით);
** პროდუქციის ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებული;
** არითმეტიკული ოპერირების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: nlolua@nikoratrade.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მოლარე".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე