მძღოლ-დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლ-დისტრიბუტორი - თბილისი, რეგიონები
მომწოდებელი: მზიური
გამოქვეყნდა: 27 აგვ / ბოლო ვადა: 27 სექ
საქართველოში წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია შპს "მზიური", რომელიც წარმოადგენს ცნობილი ბრენდების ("ოლეინა", "ლინდტი", "კიმბერლი კლარკი") დისტრიბუტორს საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ქ. თბილისსა და და დასავლეთ საქართველოში (ქუთაისი, ბათუმი) მძღოლ-დისტრიბუტორის თანამდებობაზე.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფასს
** გადატვირთვებთან მიბმული ანაზღაურებას

აუცილებელი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წელი გამოცდილება
** მართვის მოწმობა B, კატეგორია
** 21-45 წლამდე
** ბინით უზრუნველყოფა (მხოლოდ დისტრიბუტორის შემთხვევაში)

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი.

მოვალეობები:

** მოახდინოს საწყობიდან შეკვეთილი პროდუქციის ჩატვირთვის კონტროლი
** უზრუნველყოს შეკვეთილი პროდუქციის უსაფრთხო და დროული მიწოდება სავაჭრო ობიექტისთვის
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი
** გაამყაროს კონსტრუქტიული თანამშრომლობა ყველა მყიდველთან, უზრუნველყოს მომსახურების მაღალი დონე
** უზრუნველყოს პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV (ქართულ ენაზე), შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: l.khavtasi@mail.ru
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე