საგარანტიო მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საგარანტიო მომსახურების სპეციალისტი - ბათუმი
მომწოდებელი: თეგეტა მოტორსი
გამოქვეყნდა: 27 აგვ / ბოლო ვადა: 21 სექ
"თეგეტა მოტორსი" აცხადებს ვაკანსიას საგარანტიო მომსახურების სპეციალისტის თანამდებობაზე.

ვაკანსიის კოდი: TGM0000177
ადგილმდებარეობა: ბათუმი
კატეგორია: სერვისის განვითარება
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული გრაფიკი
გამოცდილების დონე: სპეციალისტი

ძირითადი მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმალური სამუშაო გამოცდილება 1 წელი
** სფერო: კლიენტთა მომსახურება.
** განათლება: ხარისხი: ბაკალავრი.

ენები:

** ქართული - ძალიან კარგი
** რუსული - კარგი
** ინგლისური - კარგი

უნარები:

** დამარწმუნებელი კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი
** კონფლიქტების მართვის უნარი
** სხვადასხვა ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი.

სამუშაოს აღწერა:

** საჭიროების შემთხვევაში, პრობლემურ კლიენტებთან შეხვედრა, უკმაყოფილების მიზეზების დადგენა და პრობლემის გადაწყვეტა საგარანტიო განყოფილების დახმარებით.
** რეკლამაციებისთვის საჭირო დოკუმენტაციის წარმოება - საგარანტიო ფორმები, ინვოისები, ფოტო-ვიდეო მასალა.
** რეკლამაციების შესახებ ინფორმაციის გაგზავნა საგარანტიო განყოფილებაში.
** წუნდებული საქონლის ფიზიკური და პროგრამული გადაადგილების კონტროლი.

დამატებითი ინფორმაცია:

გაცნობებთ, რომ შევსებული აპლიკაცია ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება 3 წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "თეგეტა მოტორსის" ან მისი შვილობილი კომპანიების მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

განაცხადის შესატანად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს https://career.tegetamotors.ge/Job/177
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე