ანალიტიკური ჯგუფის წევრი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანალიტიკური ჯგუფის წევრი
მომწოდებელი: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარ. სამინისტრო
გამოქვეყნდა: 25 აგვ / ბოლო ვადა: 25 სექ
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო აცხადებს შესარჩევ კონკურსს ანალიტიკოსთა ჯგუფის ჩამოსაყალიბებლად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო შეიმუშავებს და ახორციელებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ამოცანებს. სამინისტროს საქმიანობის ძირითადი სფეროებია: ეკონომიკური პოლიტიკა; ეკონომიკური ზრდის ანალიზი; მდგრადი განვითარება; ვაჭრობა და ინვესტიციები; წარმოებისა და მომსახურების ხელშეწყობა; ტურიზმი; სახელმწიფო ქონების მართვა და განკარგვა; სამშენებლო პოლიტიკა; ელექტრონული კომუნიკაციები; ინოვაციური ეკოსისტემისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარება და ხელშეწყობა; ფოსტა; ტრანსპორტი და ლოგისტიკა; სტანდარტიზაცია და მეტროლოგია; აკრედიტაცია; კაპიტალის ბაზრის განვითარება; საპენსიო სისტემის რეფორმა; ქვეყნის ბრენდის განვითარება; წიაღის მდგრადი მართვა; ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის, სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, განხორციელება და მონიტორინგი; სამინისტროს მართვაში არსებული საწარმოების (აქციების ან/და წილების) პარტნიორის/აქციონერის უფლებამოსილებების განხორციელება კანონმდებლობით დადგენილი წესით.

სამინისტრო განიხილავს ნებისმიერი პირის შესაძლებლობებს, რომელიც აკმაყოფილებს ჩამოთვლილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს:

1. უმაღლესი განათლება შემდეგი მიმართულებებით:

** ბიზნეს-ადმინისტრირება
** ეკონომიკა
** ფიზიკა
** მათემატიკა
** ინჟინერია
** ფინანსები
** აუდიტი
** საჯარო მმართველობა

2. სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება - სასურველია ეკონომიკის ან ბიზნესის სფეროებში.
3. უცხო ენის ცოდნა:

** აუცილებელია ინგლისური ენის ბრწყინვალედ (C2 დონე) ცოდნა
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.

ასევე, განიხილებიან კანდიდატები, რომელთაც შესაძლოა არა აქვთ ჩამოთვლილ კონკრეტულ სფეროებში მიღებული განათლება, თუმცა აქვთ 5 წლიანი გამოცდილება საწარმოს მართვის, აუდიტის, ფინანსური ანალიზის, ეკონომიკური ანალიზისა და პოლიტიკის მიმართულებით ან/და ამავე სფეროებში საკონსულტაციო საქმიანობის გამოცდილება.

საჭირო უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის და ანგარიშგების უნარები (წერითი და ვერბალური), ქართულ და ინგლისურ ენებზე
** პრიორიტეტების ცვლილების შესაბამისად მოქნილობისა და სწრაფი ადაპტაციის უნარი
** პრეზენტაციის მომზადებისა და ეფექტურად წარდგენის უნარი
** დაგეგმვისა და ორგანიზების მაღალი კულტურა
** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტირების უნარი
** კრიტიკული ანალიზის უნარი
** განსხვავებულ ამოცანებზე ერთდროულად მუშაობის უნარი.

ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციისა და სამუშაო გამოცდილების შესაბამისად.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დასაქმების შემთხვევაში, სამინისტრო გთავაზობთ:

1. თანამშრომლის ორიენტაცია/ადაპტაციას;
2. მოტივაციის სისტემებს;
3. განვითარების საშუალებას;
4. კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობას;
5. კარგ კორპორატიულ კულტურას და მაღალი სტანდარტის ეთიკურ გარემოს.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო გისურვებთ წარმატებას პროფესიულ და კარიერულ განვითარებაში.

სრული ინფორმაციისათვის იხილეთ: www.economy.ge

გთხოვთ, CV გამოგზავნოთ მისამართზე: hr@moesd.gov.ge და სათაურის (Subject ) ველში მიუთითოთ: "ანალიტიკური ჯგუფის წევრი".

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე