ტექნიკოსი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკოსი - გორი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 24 აგვ / ბოლო ვადა: 25 სექ
ტექნიკის ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი ქალაქ გორში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი ან პროფესიული განათლება;
** Android, iOS, Mac OS და Windows ოპერაციული სისტემების ცოდნა და მუშაობის გამოცდილება;
** აუცილებელია ტექნიკის ცოდნა;
** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა (საკომუნიკაციო დონეზე).

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის თანდასწრებით გასაყიდი პროდუქციის შემოწმება;
** საგარანტიო მომსახურების შესახებ მომხმარებლის ინფორმირება;
** მომხმარებლისთვის ლიცენზირებული პროგრამების შეთავაზება და ინსტალირება;
** პრობლემურ მომხმარებელთან კომუნიკაცია, პრობლემის გამოვლენა, აღმოფხვრა;
** საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლის სერვის ცენტრში გადამისამართება, მათთან სწორი კომუნიკაციის დამყარება.

პიროვნული თვისებები:

** გუნდური მუშაობის უნარი;
** გამართული მეტყველების უნარი;
** დაძაბულ რეჟიმსა და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე