მტვირთავი - გორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მტვირთავი - გორი
მომწოდებელი: მეტრომარტი
გამოქვეყნდა: 24 აგვ / ბოლო ვადა: 25 სექ
ტექნიკის ჰიპერმარკეტი "Metromart"-ი ქალაქ გორში ახალი მაღაზიის გახსნასთან დაკავშირებით აცხადებს ვაკანსიას მტვირთავის პოზიციაზე.

კომპანია "მეტრომარტ"-ი არის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელი საქართველოში. კომპანია 2012 წლის დეკემბერში დაარსდა. თავისი კონცეფციით მან შემოიტანა ინოვაცია ქართულ ბაზარზე, რადგან პირველმა გააერთიანა ყველა ბრენდი ერთ სივრცეში. "მეტრომარტ"-ის მიზანია მომხმარებელს წარმოუდგინოს რაც შეიძლება დიდი არჩევანი და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება. ტექნიკის ყველაზე დიდი ჰიპერმარკეტების ქსელში წარმოდგენილია თითქმის ყველა მსოფლიო ბრენდი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საშუალო განათლება
** სასურველია ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/საწყობში განთავსება;
** პროდუქციის გადაადგილების, დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შესრულება;
** საწყობში არსებული პროდუქციის პერიოდულად აღწერა;
** გაყიდული ნივთის მიტანა სატრანსპორტო საშუალებამდე.

პიროვნული თვისებები:

** შრომისმოყვარე;
** პასუხისმგებლობის გრძობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი;

სამუშაო პირობები:

** სრული განაკვეთი
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@metromart.ge 2018 წლის 25 სექტემბრის ჩათვლით. გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება და ქალაქი. წინააღმდეგ შემთხვევაში გამოგზავნილი რეზიუმე არ განიხილება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე