გარე გაყიდვების ექსპერტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გარე გაყიდვების ექსპერტი
მომწოდებელი: ალგანი
გამოქვეყნდა: 24 აგვ / ბოლო ვადა: 24 სექ
დაცვის კომპანია "ალგანი" აცხადებს ვაკანსიას თბილისში გარე გაყიდვების ექსპერტის პოზიციაზე.

მოვალეობა:

** ახალი კლიენტების მოძიება ყოველდღიურად;
** მოძიებული კლიენტების ინფორმირება კომპანიის სერვისებზე;
** პროდუქტების სწორი შეთავაზება ახალი კლიენტებისთვის;
** არსებულ კლიენტებთან კარგი დამოკიდებულების შენარჩუნება;
** მიღებული შეკვეთების მომზადება;
** მუშაობის პროცესიდან გამომდინარე ახალი იდეების და განვითარების გეგმის შემოთავაზება გაყიდვების პროცესის გასაუმჯობესებლად.
** ბაზარზე არსებული ცვლილებების ანალიზი და ყოველდღიური ანგარიშის მიწოდება ხელმძღვანელი პირისთვის;
** ყოველთვიური გეგმის შესრულება.

მოთხოვნები:

** ასაკი: 20-30 წ;
** სქესი: მამრობითი /მდედრობითი;
** საოფისე პროგრამების და ინტერნეტის მოხმარების სრულყოფილად ფლობა;
** კომუნიკაბელურობა;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კრეატიული აზროვნების უნარი;
** საკუთარი დროისა და რესურსების მართვის უნარი;
** გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
** სასურველია მუშაობის გამოცდილება მსგავს სფეროში - მინიმუმ 1 წელი.

პირობები:

** საინტერესო და სტაბილური სამსახური;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
** ანაზღაურება - მაღალი.

კომპანია უზრუნველყოფს:

** კორპორატიული ნომრით;
** სამუშაო პლანშეტით;
** ავტომობილით.

გთხოვთ გამოგზავნოთ CV ფოტოსურათთან ერთად მისამართზე: hr@algani.ge და მიუთითეთ ვაკანტური პოზიცია.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე