სასერტიფიკატო კურსი - ჯანდაცვის მენეჯმენტი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სასერტიფიკატო კურსი - ჯანდაცვის მენეჯმენტი
მომწოდებელი: კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 აგვ / ბოლო ვადა: 23 სექ
თანდართული ფაილი: 187075-ciu.zip
სასერტიფიკატო კურსი - ჯანდაცვის მენეჯმენტი.

სასერტიფიკატო კურსის ძირითადი მიზანია გააცნოს მსმენელს საქართველოში და მსოფლიოში არსებული მდგომარეობა ჯანდაცვის მიმართულებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის სექტორში არსებული პრობლემები და ჯანმრთელობის სფეროში მოსახლეობის ცალკეული ჯგუფების შეფასების მეთოდები, თანამედროვე ინფორმაციული ტექნოლოგიები და საძიებო სისტემები, ქვეყანაში არსებული სადაზღვევო და ფარმაცევტული პოლიტიკა, ფინანსები და ჯანდაცვის ეკონომიკა.

ვისთვის არის კურსი განკუთვნილი?

კურსი განკუთვნილია ჯანდაცვის ადმინისტრატორებისთვის, ფარმაცევტებისთვის, ექიმებისთვის, სამედიცინო დაწესებულებების მენეჯერებისთვის, სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და პრაქტიკული უნარები ჯანდაცვის მიმართულებით და სხვა დაინტერესებული პირისთვის, ვისაც აქვს სურვილი წარმატებით განაგრძოს ან/და დაიწყოს მუშაობა კერძო ან საჯარო სექტორში.

შინაარსი:

** ჯანდაცვის მენეჯმენტის ძირითადი პრინციპები, მენეჯმენტის ცნება და სახეები;
** მენეჯმენტის ფუნქციები;
** ჯანმრთელობის დაცვის პოლიტიკა და სტრატეგია;
** ჯანდაცვის სისტემის რეფორმების გატარების თავისებურებები სხვადასხვა ქვეყანაში;
** მართვის ორგანიზება;
** პაციენტის უფლებები ჯანდაცვაში;
** მენეჯერის მუშაობის მეთოდები;
** ადამიანური რესურსები ჯანდაცვაში;
** ეთიკის საკითხები ჯანდაცვაში;
** ადვოკატირება;
** ფარმაცევტული პოლიტიკა;
** ჯანდაცვის ეკონომიკა, დაფინანსების მოდელები;
** სამედიცინო მომსახურების ანაზღაურების მეთოდები;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (საყოველთაო და კერძო);
** საქართველოს ჯანდაცვის სისტემა;
** პირველადი ჯანდაცვის სისტემა;
** მტკიცებულებაზე დაფუძნებული მედიცინა;
** ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემების მოკლე მიმოხილვა;
** ჰოსპიტალი და ჰოსპიტალის მოდელები;

ტრენინგის მეთოდიკა:

ტრენინგის მეშვეობით ხდება თეორიული და პრაქტიკული გამოცდილების კომბინირება. მთელი კურსის განმავლობაში განხილული იქნება თემატური ქეისები, რომლებიც მონაწილეებს მისცემს საშუალებას, მოახდინონ საკუთარი შეხედულებების გამოხატვა და თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება.

შეფასების მეთოდები:

** კურსის განმავლობაში ორჯერ მოხდება ცოდნის შეფასება, პირველი
** შეფასების დროს მსმენელებს მიეცემათ კონკრეტული სიტუაციური ამოცანა და მათი მიზანი იქნება უკვე ათვისებული ცოდნის გამოყენებით კონკრეტული სიტუაციის გაანალიზება და სწორ გადაწყვეტილებამდე მისვლა, მეორე შეფასება მოხდება ინდივიდუალური ან ჯგუფური პრეზენტაციებით, წინასწარ განსაზღვრულ აქტუალურ თემაზე.
** კურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელები მიიღებენ ცოდნის დამადასტურებელ სერტიფიკატს.

ტრენინგის ხანგძლივობა: 36 სთ.
ტრენინგის ღირებულება: 390 ლარი (საბანკო რეკვიზიტები მითითებულია სარეგისტრაციო ფორმაში)

ტრენინგის ჩატარების ვადები:

I ნაკადი: 3 - 28 სექტემბერი (რეგისტრაცია 30 აგვისტომდე, 5 ადგილი)
II ნაკადი: 24 სექტემბერი - 22 ოქტომბერი (რეგისტრაცია 15 სექტემბრამდე, 12 ადგილი)
ტრენინგის ჩატარების დღეები: ორშაბათი/ოთხშაბათი/პარასკევი: 19:00 - 22:00 სთ.
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, თბილისი, ჩარგლის ქ. 73

საკონტაქტო პირი: ლაშა დოლიძე, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, კლინიკური სწავლების კოორდინატორი (სასერტიფიკატო კურსის ხელმძღვანელი)
ტელ: +995 32 2611298 (191), 592 52 99 77
ელ. ფოსტა: lasha.dolidze@ciu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე