ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი
მომწოდებელი: ჯეო ჰოსპიტალსი
გამოქვეყნდა: 23 აგვ / ბოლო ვადა: 24 სექ
სამედიცინო კლინიკების ქსელი "ჯეო ჰოსპიტალს"-ი აცხადებს ვაკანსიას ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგის თანამდებობაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: გურჯაანი, შპს "ჯეო ჰოსპიტალს"-ის გურჯაანის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრი
სამუშაო გრაფიკი: 24 საათიანი მორიგეობა 4 დღეში ერთხელ

ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტების მართვის ინდივიდუალური გეგმების შედგენა;
** პაციენტის ზოგადი მდგომარეობის შეფასება, რისკ-ფაქტორების იდენტიფიკაცია და შესაბამისი პრევენციული/სამკურნალო ღონისძიებების დაგეგმვა;
** პაციენტის სამედიცინო ანამნეზთან და წინასწარ დიაგნოზთან შესაბამისი ინსტრუმენტულ-ლაბორატორიული კვლევების განსაზღვრა/ჩატარების უზრუნველყოფა, დიაგნოზის დასმა;
** დიაგნოზის შესაბამისი მკურნალობის სქემის განსაზღვრა, მკურნალობა, საჭირო მანიპულაციების/ინვაზიური ჩარევების განსაზღვრა/ჩატარება (კომპეტენციის ფარგლებში, სპეციალიზაციის შესაბამისად);
** პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების მეთვალყურეობა/მონიტორინგი, შეფასება და საჭიროების შემთხვევაში მკურნალობის სქემაში ცვლილებების შეტანა;
** პაციენტის კლინიკური მდგომარეობის შესაბამისი რეფერალის განსაზღვრა და განხორციელების უზრუნველყოფა;
** პაციენტთან/პაციენტის მეურვესთან ერთად გამოკვლევის შედეგების, მკურნალობის სქემის, დანიშნული მედიკამენტების განხილვა. პაციენტის ინფორმირება ყველა ჩასატარებელი პროცედურის/ჩარევის მნიშვნელობის შესახებ;
** მის კომპეტენციაში შემავალი სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება მოქმედი მარეგულირებელი აქტების, გაიდლაინების/პროტოკოლების და სტანდარტების მიხედვით;
** მორიგეობის მიღებისას მიმართულებაში მყოფი პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და მკურნალობის პროცესის შესახებ სრული ინფორმაციის მიღება (შემოვლა), ჩანაწერების გაკეთება და ეტაპობრივი ეპიკრიზების შედგენა, ხელმოწერით დადასტურება;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** საექიმო საქმიანობის დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატი შესაბამის სპეციალობაში;
** კლინიკური უნარ-ჩვევების და პროფესიული ცოდნის მაღალი დონე, მაღალი ხარისხის სირთულის სამედიცინო შემთხვევების დამოუკიდებლად მართვის უნარი;
** საგანგებო სიტუაციებში პრაქტიკული მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სამედიცინო საქმიანობასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების ცოდნა;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა, დეტალებზე ორიენტირებულობა, კომუნიკაბელურობა, პუნქტუალურობა, ორგანიზებულობა, პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დაძაბულ სამუშაო რეჟიმში მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ შეავსოთ სააპლიკაციო ფორმა ან გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@gh.ge

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 24 სექტემბერი, 2018 წელი.

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "გურჯაანი - ანესთეზიოლოგ - რეანიმატოლოგი".

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე