მარკეტინგის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მარკეტინგის სპეციალისტი
მომწოდებელი: EFES საქართველო
გამოქვეყნდა: 23 აგვ / ბოლო ვადა: 23 სექ
ლუდსახარში "ნატახტარი", "EFES საქართველო" გახლავთ შვილობილი "Anadolu Efes"-ის, მსოფლიოში მე-5 ყველაზე დიდი ლუდის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანია, რომელიც 10 წელია უკვე ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც მარკეტ ლიდერი.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მარკეტინგის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი.

ძირითადი მოვალეობები:

** ბრენდის სტრატეგიების დასახვასა და მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა-განხორციელებაში მონაწილეობა;
** ბაზრის ანალიზი და არსებული კონკურენტების აქტივობების მონიტორინგი;
** კომპანიის მარკეტინგული აქტივობების ანალიზში, შეფასებასა და/ან ოპტიმიზაციაში მონაწილეობა;
** პარტნიორებთან მოლაპარაკების წარმოება, შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა და მათი საქმიანობის მონიტორინგი;
** ახალი ბრენდის/პროდუქტის ჩაშვების დაგეგმვასა და პროცესების მართვაში მონაწილეობა;
** სხვადასხვა ანგარიშებისა და პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა;
** განყოფილების გამართულად ფუნქციონირებისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება, სისტემური გატარებების განხორციელება და კონტროლი;
** ბუღალტრულ სისტემაში ფინანსური დოკუმენტაციის გატარება და თვის დახურვის ოპტიმიზაცია;
** მოცემული ბრენდისთვის განკუთვნილი ბიუჯეტის შემუშავება, მონიტორინგი და დანახარჯების კონტროლი;
** პროდუქტის ფასწარმოქმნის პროცესში მონაწილეობა;
** სხვადასხვა შემოთავაზების ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
** კომპანიაში არსებული სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენლებთან მიმდინარე პროექტების ფარგლებში ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** კომპანიის კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (მარკეტინგის/ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით)
** აუცილებელია მსგავს სფეროში გამოცდილება (1 წელი);
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** ინიციატიურობა;
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირების უნარი;
** ინგლისურ და რუსულ ენაზე გამართულად კომუნიკაციის უნარი.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: hr@ge.anadoluefes.com და სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.

რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 23 სექტემბერი.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე