პროფესიული პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობაში
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროფესიული პროგრამა მევენახეობა-მეღვინეობაში
მომწოდებელი: საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 23 აგვ / ბოლო ვადა: 21 სექ
საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია აცხადებს მიღებას სასერტიფიკატო პროფესიულ პროგრამაზე მევენახეობა-მეღვინობაში.

პროგრამა შემუშავებულია ვახენინგენის უნივერსიტეტის (Wageningen University and Research) საერთაშორისო ექსპერტებთან ერთად. პროგრამის ფარგლებში სტუდენტები შეისწავლიან მევენახეობა-მეღვინეობის ძირითად საკითხებს და მონაწილეობას მიიღებენ აგრარული უნივერსიტეტის ღვინის ფესტივალში.

პროგრამის ფარგლებში სტუდენტები გაივლიან შემდეგ მოდულებს:

** მევენახეობის ბიოლოგიურ-სამეურნეო საფუძვლები
** ნიადაგი და ნიადაგის მოვლა
** ვაზის მავნებლებსა და დაავადებებთან ბრძოლა
** ვენახის გაშენება და მოვლა
** ყურძნის გადამუშავება და ვინიფიკაცია
** ღვინის დამუშავების ქიმიური და მიკრობიოლოგიური საფუძვლები
** ღვინის მოვლა
** ღვინის მარკეტინგი და ხარისხის მენეჯმენტი
** ღვინის ტექნოლოგიური დამუშავება და ჩამოსხმა
** ღვინის დეგუსტაცია
** კომპიუტერული უნარები
** საწარმოო პრაქტიკა
** სერტიფიკატი.

პროგრამის წარმატებით დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულები მიიღებენ საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის სერტიფიკატს - სერტიფიცირებული მევენახე-მეღვინე (Cerified Viticulturist-Oenologist). სერტიფიკატის მისაღებად საჭიროა გავლილ მოდულებში დადებითი შეფასების მიღება.

პროგრამა განკუთვნილია:

** მოქმედი მევენახე-მეღვინეებისათვის, რომლებსაც სურთ საკუთარი ცოდნის განახლება და პრაქტიკული უნარების გაუმჯობესება
** სხვადასხვა სპეციალობის მქონე პირთათვის, რომლებსაც სურვილი აქვთ მიიღონ კვალიფიკაცია მევენახეობა მეღვინეობაში
** ნებისმიერი პირისათვის 16 წლიდან.

პროგრამის ხანგრძლივობა: 10 თვე.
პროგრამის ღირებულება: პროგრამის სწავლის საფასური შეადგენს 1,800 ლარს. შესაძლებელია სწავლის საფასურის ყოველთვიური გადახდა (თვეში 180 ლარი).

რეგისტრაცია: პროგრამაზე დარეგისტრირებისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ნომერზე 577 453945 ან შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა.

რეგისტრაცია გრძელდება 2018 წლის 21 სექტემბრამდე.
სწავლის დაწყების თარიღი: 25 სექტემბერი, 2018 წელი.

პროგრამას ახორციელებს "საქართველოს აგრარული უნივერსიტეტი", "ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს" (MCA-G) საგრანტო პროგრამის "პროფესიული განათლება ეკონომიკის განვითარებისთვის" პროექტის ფარგლებში.

პროექტის ფარგლებში მნიშვნელოვანი ინვესტიციები განხორციელდა შესაბამისი სასწავლო ინფრასტრუქტურის მოწყობის და ლაბორატორიების აღჭურვილობის განახლების მიზნით. სრულად განახლდა და აღიჭურვა საქართველოს აგრარული უნივერსიტეტის მევენახეობა-მეღვინეობის აკადემია და ღვინის ტრადიციული მარანი. ასევე, თანამედროვე მოწყობილობებით აღიჭურვა მევენახეობა-მეღვინეობის 4 სასწავლო ლაბორატორია, სადაც პროგრამის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ გაიუმჯობესონ პრაქტიკული უნარები.
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე