მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: ქებული კლიმატი
გამოქვეყნდა: 22 აგვ / ბოლო ვადა: 22 სექ
კომპანია "ქებული კლიმატი" გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის და წყალმომარაგების სისტემების უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. პროდუქციის ფართო ასორტიმენტით კომპანია სტაბილურად ლიდერობს ბაზარზე. ჩვენი უმთავრესი ამოცანაა მომხმარებელი მრავალფეროვანი არჩევანითა და უმაღლესი სტანდარტის მომსახურებით უზრუნველვყოთ.

კომპანია "ქებული კლიმატი" აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

ფუნქცია-მოვალეობები:

** პროდუქციის უსაფრთხო ტრანსპორტირება დანიშნულების ადგილამდე;
** თბილისის მაშტაბით პროდუქციის მიწოდება მომხმარებლისთვის;
** ავტომანქანის გამართული ტექნიკურ მდგომარეობის კონტროლი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** ავტომობილის მართვის მოწმობა B, C კატეგორია.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი.

სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელ. ფოსტაზე: vacancy@qebuli.ge; სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე