ოფისის მენეჯერი - რუსთავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ოფისის მენეჯერი - რუსთავი
მომწოდებელი: Construction Service
გამოქვეყნდა: 21 აგვ / ბოლო ვადა: 21 სექ
შპს "Construction Service" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: რუსთავი
განაკვეთი: სრული, ორშაბათი-შაბათი 10:00-19:00 სთ (შაბათი - ნახევარი დღე),

ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში:

** შეგეძლებათ იმუშაოთ თანამედროვე, კომფორტულ გარემოში;
** იმუშავებთ პროფესიონალ გუნდთან ერთად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოფს თანამშრომლების მივლინებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
** უზრუნველყოფს საწყობიდან საკანცელარიო ნივთების გაცემასა და კონტროლს.
** უზრუნველყოფს თანამშრომლებისათვის შიდა და კორპორატიული სატელეფონო მომსახურებასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას.
** ხელმძღვანელის დავალებით უზრუნველყოფს კომპანიისათვის საჭირო შესყიდვებს.
** უზრუნველყოფს დოკუმენტაციის დაარქივებას/კონტროლს შესრულებაზე.
** უზრუნველყოფს უშუალო ხელმძღვანელის მიერ განსაზღვრული სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალებების შესრულებას;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება , უპირატესობა მიენიჭება შესყიდვებში მუშაობის გამოცდილების მქონე კანდიდატებს
** ინგლისური ენის კარგი ცოდნა
** რუსულის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
** რუსთავში ცხოვრება ჩაითვლება უპირატესობად.

პიროვნული თვისებები:

** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

ანაზღაურება: გამოცდილების შესაბამისად, დამსაქმებელთან შეთანხმებით
გამოსაცდელი ვადა: 1 (ან 3 თვე) თვე.
განცხადების ვადა: 15 დღე

ფოსტა: law@cs.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე