პროგრამული პროდუქტების უფროსი ტრენერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროგრამული პროდუქტების უფროსი ტრენერი
მომწოდებელი: ვაბაკო
გამოქვეყნდა: 21 აგვ / ბოლო ვადა: 21 სექ
"ვაბაკო" სწრაფად მზარდი, დინამიური კომპანიაა მეგობრული კოლექტივითა და სასიამოვნო სამუშაო გარემოთი. ჩვენი გუნდი აერთიანებს ტექნიკური, კრეატიული და ბიზნეს უნარების მქონე, განსხვავებულ პროფესიონალებს. მზად ვართ მოტივირებულ და შრომისმოყვარე ადამიანებთან თანამშრომლობისათვის.

ვეძებთ პროგრამული პროდუქტების უფროს ტრენერს, რომელთან ერთად შევქმნით მაღალი კლასის პროდუქტებს დიდი კორპორაციებისათვის.

ძირითადი სამუშაო:

** ახალი პროგრამული პროდუქტების ან არსებულ პროდუქტებში შეტანილი ცვლილებების მიღება და დეტალურად გაცნობა;
** სატრენინგო სცენარებისა და მასალების მომზადება;
** პროგრამული პროდუქტების სწავლება ტრენერებისათვის, მათი ტრენინგის ჩატარების სცენარებში მომზადება და სატრენინგო მასალების გადაცემა;
** ტრენერების პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** პროგრამული პროდუქტების სწავლების (ტრენინგების ჩატარების) ან პროგრამული პროდუქტების დანერგვის გამოცდილება;
** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირებაში ან ნებისმიერი ტექნიკური მიმართულებით.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში ხუთი დღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 09:00-დან 18:00-მდე;
** ანაზღაურება: 1,700-2,100 ლარი ხელზე;
** ჯანმრთელობის დაზღვევა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: jobs@vaba.co და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "პროგრამული პროდუქტების უფროსი ტრენერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე