LINUX-ის LPIC-1 კურსი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: LINUX-ის LPIC-1 კურსი
მომწოდებელი: ასოციაცია გრენა
გამოქვეყნდა: 20 აგვ / ბოლო ვადა: 20 სექ
საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა" 1999 წლიდან ოპერირებს საქართველოს საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში.

ასოციაცია "გრენა"-ს საქმიანობა ხორციელდება შემდეგი ძირითადი მიმართულებით:

** მომხმარებლებისთვის IT სფეროში სერვისების მიწოდება და ახალი, ინოვაციური სერვისების დანერგვა.
** სწავლება საინფორმაციო ტექნოლოგიებში.
** სამეცნიერო და ტექნოლოგიური პროექტების მომზადება და განხორციელება.
** მომხმარებლებისთვის პროგრამული პროდუქტების და კიბერუსაფრთხოების გადაწყვეტილებების მიწოდება.
** ქვეყანაში საინფორმაციო ტექნოლოგიების განვითარების ხელშეწყობა.

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"
თ. ჭოველიძის ქუჩა 10
0108 თბილისი, საქართველო
ტელ: +995 32) 225 05 90
ელ-ფოსტა: contact@grena.ge
ვებ-გვერდი: https://www.grena.ge/ | https://academy.grena.ge
ფეისბუქი: https://www.facebook.com/grena.grena.ge/

საქართველოს სამეცნიერო-საგანმანათლებლო კომპიუტერული ქსელების ასოციაცია "გრენა"-ს აკადემია აცხადებს მიღებას LINUX-ის LPIC-1 კურსზე.

LPIC-1 გათვლილია Linux-ის დამწყები ადმინისტრატორებისათვის. ამ კურსის გასავლელად არ მოგეთხოვებათ Linux-ის წინასწარი ცოდნა. სტუდენტი შეიძენს Linux ოპერაციულ სისტემასთან მუშაობის საბაზისო ცოდნას და უნარ-ჩვევებს.

მიღებული ცოდნით შეძლებთ LPIC-1-ის ორივე (LPIC 101 და LPIC 102) გამოცდის ჩაბარებას და შესაბამისი სერტიფიკატის მიღებას.

LPIC-1 კურსი მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: ლინუქსის ოპერაციული სისტემის ბრძანებათა სტრიქონის ინტერფეისში მუშაობა, ოპერაციული სისტემის მართვის ბაზური საკითხები, სისტემის მომხმარებლების მართვა, სარეზერვო ასლის შენახვა და სისტემის აღდგენა, ლინუქსის სისტემის ქსელში ჩართვა და მისი დაცვა.

LPIC-1 სერტიფიკატის მოსაპოვებლად საჭიროა ორი გამოცდის ჩაბარება: LPIC 101 და LPIC 102. მოცემული კურსი მოიცავს ყველა აუცილებელ საკითხს, რომლებიც შედის მოცემულ გამოცდებში. ისინი გადანაწილებულია შემდეგნაირად:

LPIC 101:

** სისტემის არქიტექტურა
** ლინუქსის ინსტალაცია და პაკეტების მართვის სისტემები
** GNU და ლინუქსის ბრძანებები
** მოწყობილობები, ლინუქსის ფაილური სისტემები, ფაილური სისტემის იერარქიის სტანდარტები

LPIC 102:

** ლინუქსის გარსები, სკრიპტები და მონაცემთა მართვა
** მომხმარებლის ინტერფეისი და სამუშაო მაგიდა
** ადმინისტრატორის ამოცანები
** ბაზური სისტემური სერვისები
** ქსელის საფუძვლები
** უსაფრთხოება

კურსის ხანგრძლივობა და სასწავლო პროცესი:

სასწავლო კურსის ხანგრძლივობაა 3,5 თვე.
ლექციები ტარდება კვირაში 3-ჯერ (ორშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს). ლექციის ხანგრძლივობაა 2 საათი.
ლექციების დაწყების დრო - 17:00 საათი.
კურსის საფასური: 800 ლარი
მოქმედებს 20 % ფასდაკლება მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის.

ლექციები ტარდება ქართულ ენაზე, სასწავლო მასალა წარმოდგენილია ინგლისურ ენაზე ელექტრონულ ფორმაში.

"გრენა"-ს აკადემია კორპორატიულ კლიენტებს გთავაზობთ თქვენ მოთხოვნებზე მორგებულ LINUX-ის კურსს, თქვენს ოფისში (დროის დაზოგვის მიზნით).

დამატებითი ინფორმაცია და სარეგისტრაციო ფორმა იხილეთ მისამართზე: https://academy.grena.ge/main/17/geo/
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე