პროფესორი პალინოლოგიის მიმართულებით
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: პროფესორი პალინოლოგიის მიმართულებით
მომწოდებელი: საქართველოს უნივერსიტეტი
გამოქვეყნდა: 16 აგვ / განახლდა: 16 აგვ / ბოლო ვადა: 19 სექ
თანდართული ფაილი: 186286-07-konkursi.zip
საქართველოს უნივერსიტეტი აცხადებს კონკურსს აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შემდეგი მიმართულებით:

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა

პროფესორის აკადემიური თანამდებობა პალინოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია).

წარმოსადგენი დოკუმენტებია:

** განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი;
** საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე;
** რეზიუმე (არაუმეტეს 80 სიტყვისა);
** ფოტოსურათი (ზომით 3X4);
** პირადობის მოწმობის ასლი;
** აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტების ასლი - დამოწმებული ნოტარიულად. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად; სადოქტორო სწავლების საფეხურზე სწავლის დამადასტურებელი ცნობა (ასისტენტის აკადემიური თანამდებობისთვის);
** ცნობა პედაგოგიური/სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
** სამოტივაციო წერილი;
** ორი სარეკომენდაციო წერილი;
** საგნის სილაბუს(ებ)ი;
** გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა; წიგნები, სახელმძღვანელოები, მონოგრაფიები გამოცემული სახით ან ასლები და მხოლოდ ბოლო ხუთი წლის მანძილზე გამოქვეყნებული სტატიების ასლები);
** საბუთები წარმოდგენილ იქნეს როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული ფორმითაც;

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდეს შემდეგი წესით:

ძირითადი კრიტერიუმებია:

** აკადემიური ხარისხი. პროფესორის, ასოცირებული პროფესორის, ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად სავალდებულოა დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
** სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა;
** სამეცნიერო ნაშრომები;

დამატებითი კრიტერიუმებია:

** სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
** სამეცნიერო კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
** პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
** საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი;

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს საჯარო ლექციის ჩატარება მის მიერ წარმოდგენილ სილაბუსში მითითებულ ერთ-ერთ საკითზე.

კონკურსში არჩეულმა პირებმა აფილირება უნდა გააკეთონ საქართველოს უნივერსიტეტთან.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება განხორციელდეს 2018 წლის 17 სექტემბრიდან 19 სექტემბრის ჩათვლით 12:00 საათიდან 18:00 საათამდე, მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. №77, IV კორპუსი, ოთახი №514.

კონკურსი ჩატარდეს 2018 წლის 20 სექტემბერს.

კანდიდატებს კონკურსის შედეგები ეცნობოს დაუყოვნებლივ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით.

საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღედ დადგინდეს 2018 წლის 21 სექტემბერი;

კონკურსის შედეგები გამოქვეყნდეს 2018 წლის 25 სექტემბერს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე http://www.ug.edu.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე