სპეციალური პედაგოგი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სპეციალური პედაგოგი
მომწოდებელი: კავშირი - ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება
გამოქვეყნდა: 13 აგვ / ბოლო ვადა: 27 სექ
ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" აცხადებს კონკურსს ორგანიზაციის ბაზაზე არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა/პირთა დღის ცენტრში სპეციალური პედაგოგის ვაკანტური ადგილის დასაკავებლად.

ა(ა)იპ "ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ბავშვთა მშობლების პირველი გაერთიანება საქართველოში, რომელიც დაფუძნდა 1995 წელს. ორგანიზაციის მისიაა შშმ პირთა/ბავშვთა სოციალური ინკლუზიის ხელშეწყობა ცხოვრების ყველა სფეროში.

ორგანიზაციის ბაზაზე 2005 წლიდან ფუნქციონირებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა და ბავშვთა დღის ცენტრი, როგორც ორი დამოუკიდებელი ჯგუფი. შშმ ბავშვები 6-18 წლამდე და ზრდასრულები 18 წლის ზემოთ. დღის ცენტრი მუშაობს ყოველდღე 10-დან 17 სთ-მდე. ბენეფიციარები უზრუნველყოფილნი არიან ტრანსპორტის მომსახურებით სახლიდან ცენტრამდე და უკან, ასევე ორჯერადი კვებით ცენტრში.

სპეციალური პედაგოგის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობებია:

** იზრუნოს ბენეფიციართა უსაფრთხოებაზე.
** იზრუნოს და იმუშაოს ბენეფიციარების კოგნიტურ, მოტორულ და ფსიქოსოციალურ განვითარებაზე.
** დაეხმაროს ბენეფიციარებს ყოველდღიური ცხოვრებისეული აქტივობების განხორციელებაში (კვება, პირადი ჰიგიენა, გადაადგილება)
** მოამზადოდ და წარადგინოს ჩატარებული სამუშაოს ყოველდღიური ანგარიში ცენტრის მენეჯერთან;
** მონაწილეობა მიიღოს ბენეფიციართა შეფასების პროცესში.
** მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო გაგმის შექმნასა და განხორციელებაში.
** მონაწილეობა მიიღოს ცენტრის ან მის ფარგლებს გარეთ სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და განხორციელებაში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიაში ან სპეციალურ პედაგოგიკაში.
** შშმ პირებთან მუშაობის გამოცდილება - მინიმუმ 1 წელი.
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Word, Excel, PowerPoint, Outlook.)
** ენები: ქართული, რუსული, ინგლისური (სასურველია).

პიროვნული მახასიათებლები:

** კეთილსინდისიერი, ინიციატივისა და ანალიტიკური აზროვნების მქონე
** ურთიერთობების დამყარების და გუნდური მუშაობის უნარი.
** ზრდისა და განვითარებისაკენ სწრაფვა.
** მოტივირებული.
** პუნქტუალური
** კომუნიკაბელური
** დაწყებული საქმის ბოლომდე შესრულების უნარი.

შერჩევის კრიტერიუმები:

** საკვალიფიკაციო მოთხოვნებთან შესაბამისობა
** სამუშაო გამოცდილება
** მოტივაცია
** პროფესიონალიზმი და პასუხისმგებლობა.

განცხადების წარდგენის პროცედურები:

შერჩევა იწარმოებს ორ ეტაპად:

** ელ. ფოსტაზე მიღებული ინფორმაციის განხილვა-შერჩევა.
** გასაუბრება.

განმცხადებელმა ორგანიზაციას ელ. მისამართზე უნდა წარუდგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

** რეზიუმე/CV
** სამოტივაციო წერილი.

განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 27 სექტემბერი, 2018 წ.

განცხადება წარმოდგენილი უნდა იყოს ელ. მისამართზე: dcfs.georgia@gmail.com და "subject" ველში აუცილებლად მითითებული უნდა იყოს ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე