ნაკრები ტვირთის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ნაკრები ტვირთის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: გებრიუდერ ვაის
გამოქვეყნდა: 13 აგვ / ბოლო ვადა: 13 სექ
საერთაშორისო სატრანსპორტო ლოგისტიკური კომპანია "გებრიუდერ ვაის"-ი (თბილისი, საქართველო) აცხადებს ვაკანსიას ნაკრები ტვირთის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** საქმიანობის საინტერესო და მრავალფეროვან სფეროს
** საერთაშორისო სამუშაო გარემოს
** მიმზიდველ სამუშაო პირობებს, ასევე ბენეფიტებს
** თავისუფალ სივრცეს საკუთარი იდეებისთვის და მათი განხორციელებისთვის.

ძირითადი მოვალეობები:

** სატრანსპორტო პროცესის ორგანიზება და მართვა როგორც იმპორტის, ასევე ექსპორტის მიმართულებით
** ნაკრები ტვირთების ჰაბებთან ყოველდღიური კონტაქტი იმპორტის უწყვეტი ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად
** LTL გადაზიდვის დაგეგმვა და მომწოდებლებთან კოორდინაცია
** ლოგისტიკის, საბაჟო და სხვა დეპარტამენტებთან ყოველდღიური კოორდინაცია სწრაფად და სწორად ინფორმაციის მიმოქცევისა და გადაზიდვის დროული წარმოების უზრუნველსაყოფად
** კომპანიის ელექტრონულ სისტემაში ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ყოველდღიური ატვირთვა და განახლება
** იმპორტირებული საქონლის მიღების დოკუმენტების მომზადება
** self-pickup მომსახურების მართვა და კოორდინაცია
** კომპანიის სტანდარტების მიხედვით ფასებისა და პირობეების შეთავაზების მომზადება
** სისტემაში გადაუხდელი ინვოისების მონიტორინგი (დაჯავშნა, სკანირება და ა.შ.)
** ბაზრის შეფასებაში, მომსახურების განვითარებასა და ახალი კლიენტების მოზიდვაში აქტიური ჩართულობა
** სხვა საჭირო აქტივობებში დეპარტამენტის დახმარება
** ტრანსპორტირების განმავლობაში კლიენტთან რეგულარული კონტაქტი და ყველა პროცესში დახმარების აღმოჩენა
** მომსახურების ხარისხისა და კლიენტის კმაყოფილების უზრუნველყოფა
** კომპანიის წარმატებასა და ფინანსურ კეთილდღეობაში წვლილის შეტანა
** საერთაშორისო სატრანსპორტო რეგულაციების და კომპანიის შიდა წესების თანახმად მოქმედება.

სამუშაო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
** გამოცდილება ტრანსპორტსა და გადაზიდვებში
** ბაკალავრის დიპლომი ბიზნესთან დაკავშირებულ სფეროში
** როგორც წერილობით, ასევე ვერბალურად სრულყოფილად კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე სავალდებულოა; თურქულის, გერმანულის ან რუსულის კარგი ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ძლიერი კომპიუტერული უნარები.

ძირითადი უნარები:

** კომუნიკაბელურობა
** მიზანდასახულობა
** დამაჯერებლობა
** კომუნიკაციისა და პრეზენტაციის ძალიან კარგი უნარები
** დაგეგმვისა და სტრატეგიის შემუშავების უნარი
** გუნდურობა
** რთულ/სტრესულ სიტუაციებთან გამკლავების უნარი.

ველით თქვენს განაცხადს!

გამოგზავნეთ რეზიუმე ელფოსტის დასახელებაში სამუშაო პოზიციის მითითებით, მისამართზე: hr.georgia@gw-world.com

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანსიის საჭიროებიდან გამომდინარე, კომპანიამ შესაძლოა მოითხოვოს დამატებითი დოკუმენტაცია, ასევე დაამუშაოს თქვენი მონაცემები და გადაამოწმოს მონაცემთა სისწორე. კომპანია თქვენ მონაცემებს შეინახავს გამოგზავნიდან 2 წლის მანძილზე სხვა ვაკანსიაზე განხილვის მიზნით. აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გადმოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ წესებს. შეკითხვების ან ზემოთ აღნიშნული პუნქტების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მოთხოვნის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: შპს "გებრიუდერ ვაის", ევროპის ქ. 4, hr.georgia@gw-world.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე