საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 12 სექ
ბრენდების "მარიონი", "ეკლარი", "დრამერსი" ოფიციალური დისტრიბუტორი საქართველოში - კომპანია "ნიუ ვიჟენ კოსმეტიკს" აცხადებს ვაკანსიას საწყობის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.

მოვალეობები:

** თანამშრომლების ყოველდღიური საქმიანობის დაგეგმვა და კონტროლი;
** ტექნიკური საწყობის ყოველდღიური ფუნქციონირების მართვა;
** პროდუქციის მიღების, განაწილების და დაბრუნების პროცესების მონიტორინგი;
** მიღებული თუ გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
** ელექტრონული ზედნადებების სისწორის შემოწმება;
** საწყობში ჩატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების შრომითი ნორმებისა და წესების დაცვით ორგანიზების უზრუნველყოფა;
** პროდუქციის დაბრუნებისას წამოჭრილი პრობლემების აღმოფხვრის მონიტორინგი;
** მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობა და პროცესის კონტროლი;
** ტექნიკურ საწყობში პროდუქციის განლაგებისას სასაწყობო ფართის რაციონალურად გამოყენება;
** მატერიალური ფასეულობების სახეობის, ზომების, მარკებისა და სხვა ხარისხობრივი მაჩვენებლების კონტროლი;
** ხელშეკრულებების პირობების დაცვა ტვირთვის, გადაზიდვისა და შენახვის პროცესში.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.

უნარები:

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ეფექტურად განაწილების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** შედეგზე ორიენტირებულობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: newvisioncosm@gmail.com და სათაურის ველში "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება - "საწყობის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე