გაყიდვების კონსულტანტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების კონსულტანტი
მომწოდებელი: იურისტების სამყარო
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 19 აგვ
წიგნის მაღაზია "იურისტების სამყარო" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე,

მოვალეობები:

** წიგნების გაყიდვა;
** კლიენტთა სწრაფი, ეფექტური და თავაზიანი მომსახურება;
** მაღაზიაში წარმოდგენილი წიგნების სრულყოფილი ცოდნა;
** ორიენტაცია წიგნების რეალიზაციის მუდმივ ზრდაზე;
** მომხმარებლებისათვის კვალიფიციური დახმარების გაწევა წიგნების შერჩევასა და გადაწყვეტილების მიღებაში;
** მომხმარებლების მოთხოვნების შესწავლა და რეპორტინგი;
** წიგნის საბაზრო მოთხოვნის მუდმივი კონტროლი;
** წიგნების სწორი განლაგების დაცვა, თემატიკით და ნომენკლატურის მიხედვით.
** წიგნების მიღებაში მონაწილეობა;
** თაროების მოწესრიგება;
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება;
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი.

სავალდებულო მოთხოვნები:

** სქესი: მდედრობითი;
** ასაკი: 18-35 წლამდე;
** სამუშაო ენა: ქართული;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა - Microsoft Office.

სასურველი უნარ-ჩვევები:

** კარგი არითმეტიკული უნარ-ჩვევები;
** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
** თავაზიანობა;
** პრობლემების დროულად და მშვიდად მოგვარების უნარი;
** დაკვირვებულობა და ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** მოწესრიგებული, დისციპლინირებული;
** პუნქტუალური;
** ოპერატიული;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი.

სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი.
გამოსაცდელი ვადა: კანდიდატი აყვანილი იქნება 3 თვიანი გამოსაცდელი ვადით. წარმატებით გავლის შემთხვევაში დაინიშნება აღნიშნულ პოზიციაზე.
შენიშვნა: გამოსაცდელი ვადა ანაზღაურებადია. (400 ლარი)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-შაბათი, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე.
სამუშაო ადგილის მდებარეობა: ქ. თბილისი.
ანაზღაურება: 400 ლარი.

წარმოსადგენია: CV/ფოტოსურათი.

კონკურსის ეტაპები:

** განაცხადების გადარჩევა
** გასაუბრება.

გასაუბრებაზე დავიბარებთ მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ განაცხადში მითითებულ მოთხოვნებს.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოგზავნონ CV/ფოტოსურათი, სამოტივაციო წერილთან ერთად, შემდეგ ელ.მისამართზე: hr@law.ge 2018 წლის 19 აგვისტოს ჩათვლით. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე