რეზერვაციის მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეზერვაციის მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: სასტუმრო კრისტალი
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აცხადებს ვაკანსიას რეზერვაციის მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

სასტუმროების ქსელი "კრისტალი" აერთიანებს 3 და 4 ვარსკვლავიან სასტუმროებს და ვილების კომპლექსს. "კრისტალი" გამოირჩევა ხარისხზე და განვითარებაზე ორიენტირებულობით.

ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის ღირებულებები და პროფესიონალიზმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება რეზერვაციების მიმართულებით;
** უმაღლესი განათლება ტურიზმის/სასტუმროს მართვის მიმართულებით სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა;
** სასტუმროს მართვის სისტემა FINA - ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** საოფისე პროგრამების ცოდნა (პრიორიტეტი "MS Excel");

ფუნქცია-მოვალეობები:

** ჯავშნების მიღება;
** კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია და მათთვის კონსულტაციის გაწევა;
** სასტუმროს რეზერვაციის სისტემაში მუშაობა;
** ჯავშნების მონაცემების შემოწმება, შემომსვლელი სტუმრების სიის მომზადება და ინფორმაციის შესაბამისი დეპარტამენტებისთვის დროულად მიწოდება;
** დოკუმენტაციის მოწესრიგება და შენახვა;

სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი;
დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სასტუმრომდე);

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზუმე შემდეგ მისამართზე: hr@hotelcrystal.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე