გაყიდვების მენეჯერი - ბაკურიანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი - ბაკურიანი
მომწოდებელი: Crystal Group
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 25 აგვ
უძრავი ქონების დეველოპერული კომპანია "Сrystal Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბაკურიანში.

"Сrystal Group" 2007 წლიდან მოღვაწეობს ბაკურიანის უძრავი ქონების ბაზარზე.
ჩვენი მიზანია ბაკურიანის ტურისტული პოტენციალის ამაღლება მისი ინფრასტრუქტურის ევროპულ დონეზე განვითარების ხარჯზე.
ჩვენ გვჯერა, რომ კომპანიის წარმატებას მნიშვნელოვნად განაპირობებს ჩვენი გუნდის ღირებულებები და პროფესიონალიზმი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** არანაკლებ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სარეკლამო მასალებზე მუშაობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel, Powerpoint);
** რუსული და ინგლისური ენების სასაუბრო დონეზე ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** ახალი კლიენტების მოძიება;
** მოლაპარაკებების წარმოება და გაყიდვის პროცესის სრულად წარმართვა;
** კონკურენტების პროდუქციის და შეთავაზებების მინიტორინგი;
** გაყიდვების დოკუმენტაციის წარმოება;
** რეპორტინგი ხელმძღვანელობასთან.

დამატებითი სარგებელი: საცხოვრებლით, კვებით და ტრანსპორტირებით უზრუნველყოფა (საცხოვრებლიდან ან ბორჯომიდან სამუშაო ადგილამდე).
სამუშაო პირობა: სრული განაკვეთი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი მონაცემები მისამართზე: hr@crystalgroup.com.ge და ელექტრონული წერილის თემის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2018 წლის 25 აგვისტო.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე