ვიდეო კამერების მონტაჟის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ვიდეო კამერების მონტაჟის სპეციალისტი
მომწოდებელი: SPAR Georgia
გამოქვეყნდა: 12 აგვ / ბოლო ვადა: 12 სექ
საერთაშორისო საცალო ვაჭრობის წამყვანი ბრენდი "SPAR", რომელიც 1932 წელს ჰოლანდიაში შეიქმნა, ფლობს 12 500-ზე მეტ მაღაზიას მსოფლიოს 44 ქვეყანაში, 4 კონტინენტზე და ყოველდღიურად 13 მილიონზე მეტ მომხმარებელს ემსახურება. "SPAR"-ის მაღაზიათა ქსელის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება. ამ ღირებულებებისათვის ჩვენ ვახდენთ ადამიანური რესურსების განვითარებას შესაბამისი ინფრასტრუქტურის, სტანდარტებისა და პროცედურების დანერგვით.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: https://www.facebook.com/SPAR.Georgia/

"SPAR Georgia" - "SPAR International"-ის გლობალური ოჯახის წევრი, აცხადებს კონკურსს ვიდეო კამერების მონტაჟის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: მზარდი, 600-1000 ლარი

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, ბაკალავრი (ინფორმაციული ტექნოლოგიები, კომპიუტერული სისტემები და ქსელები);
** 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება კომპიუტერული სისტემებისა და ქსელების ტექნიკური უზრუნველყოფის სფეროში;
** ინგლისური და რუსული ენების პროგრამულ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილად ცოდნა (Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Outlook; Microsoft PowerPoint; Microsoft Visio; Microsoft Publisher);
** კომპიუტერის შიდა სტრუქტურის დეტალური ცოდნა.

მოვალეობა-ვალდებულებანი:

** სავაჭრო ობიექტების ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველოფა;
** ობიექტებზე არსებული ვიდეო კამერების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა;
** ვიდეო კამერების გამართულად მუშაობასთან დაკავშირებული საკითხების დროული იდენტიფიცირება და საჭირო ზომების მიღება;
** სავაჭრო ობიექტებზე დამონტაჟებული კამერებისა და ჩამწერი მოწყობილობების ქსელთან კავშირის უზრუნველყოფა და კურირება;
** საწარმოში არსებული კომპიუტერული ტექნიკის, მონიტორების და ელექტრონული სასწორების გამართულად მუშობის უზრუნველყოფა და ქსელთან კავშირის მონიტორინგი;
** უშუალო ხელმძღავნელისგან დავალებების მიღება;
** კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციებისა და დებულებების დაცვა;
** საჭიროების შემთხვევაში, კომპანიის მუშაობის სპეციფიკიდან გამომდინარე, ზემოთ ჩამოთვლილ ძირითად მოვალეობებს შესაძლებელია დაემატოს სხვადასხვა დამატებითი მოვალეობები.

უნარ ჩვევები:

** პასუხისმგებლიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** რამოდენიმე დავალების ერთდროულად შესრულების უნარით.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: vacancy@spar-georgia.com და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება "ვიდეო კამერების სპეციალისტი" წინააღმდეგ შემთხვევაში კანდიდატურა ვერ განიხილება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე