ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ადმინისტრაციული ხელმძღვანელი
მომწოდებელი: Domson`s Engineering
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"Domson`s Engineering"-ი უზრუნველყოფს ელექტრო-მექანიკური საინჟინრო სისტემების პროექტირებას, საინსტალაციო სამუშაოებს და შემდგომ მომსახურებას. კომპანია აქტიურად ახორცილებდა ინვესტიციებს კვალიფიციურ სპეციალისტებში, იმისათვის, რომ დაეგროვებინა საჭირო ცოდნა და გამოცდილება საინჟინრო სფეროში, რის შედეგადაც კომპანიამ ლიდერის პოზიცია დაიკავა საქართველოში. დღესდღეობით, "Domson`s Engineering"-ის ტალანტით დაჯილდოვებული მრავალი თანამშრომელი მუშაობს იმისათვის, რომ უზრუნველყონ უმაღლესი ხარისხის სისტემების ინფრასტრუქტურის მოწყობა რეგიონის უმნიშვნელოვანესი პროექტებისათვის.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული ხელმძღვანელის თანამდებობაზე.

მოვალეობები:

** ოფისთან დაკავშირებული ტექნიკური საკითხების ხელმძღვანელობა
** შემოსული ზარებისა და კორესპონდენციის პრიორიტიზირება, პასუხი და გადამისამართება
** კორპორატიული დოკუმენტების მართვა, მათ შორის სხვადასხვა ტიპის დოკუმენტების, ბრძანებების, მივლინებების, ბონუსებისა და ხელფასების ცნობის მომზადება და ადმინისტრირება
** შიდა და გარე კომუნიკაციების წარმოება, მათ შორის საკურიერო, ტელეკომუნიკაციის პროვაიდერებთან, საკანცელარიო მომწოდებლებთან და სხვა შესაბამის კომპანიებთან ურთიერთობის უზრუნველყოფა.
** ოფისის საკანცელარიო, სამეურნეო და წარმომადგენლობითი რესურსების კონტროლი და მომარაგება.
** შეხვედრების ორგანიზაციული საკითხების მოგვარება, სტუმრების მიღება და შესაბამისი დაკვალიანება.
** კორპორატიული ნომრების, დაზღვევების კონტროლი და განახლება.
** სხვადასხვა დოკუმენტების ადმინისტრირება, დახარისხება, შესაბამის დეპარტამენტებში განაწილება და მათი ვადების კონტროლი.
** მენეჯმენტის წარმომადგენლების მივლინებების მხარდაჭერა; გამგზავრებასთან დაკავშირებული საკითხების ადმინისტრირება; ფრენებისა და საცხოვრებლის დაჯავშნა.
** კომპანიის მენეჯმენტის მხარდაჭერა ადმინისტრაციული და ტექნიკური კუთხით.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბაკალავრის ხარისხი)
** სამუშაო გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე პროგრამების ცოდნა
** კრეატიული პიროვნება, გუნდში მუშობის ეფექტური უნარებით.
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

პირადი თვისებები:

** დეტალებზე ორიენტირებული.
** მეგობრული, თავაზიანი და ადამიანებზე ორიენტირებული.
** დასახულ მიზნებზე ორიენტირებული პროფესიონალი, რომლისთვისაც ხარისხი უმაღლესი პრიორიტეტია.
** შესანიშნავი დროის მართვის და ორგანიზაციული უნარ-ჩვევების მქონე პიროვნება.
** რთულ გარემოში მუშაობის უნარ-ჩვევების მქონე პროფესიონალი, რომელსაც მრავალ ამოცანაზე მუშაობის მიუხედავად არ უჭირს დასახული მიზნების მიღწევა.
** მაღალი მოტივაციის დონე და ინოვაციური მიდგომები.

განცხადებაზე გამოხმაურება:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ რეზიუმე თანდართულ ფოტოსურათთან ერთად, ელფოსტაზე: hr@domsons.com და სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ: მხოლოდ მეორე ეტაპისთვის შერჩეულ კანდიდატებს დაენიშნებათ გასაუბრება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე