ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბლექ სი გრუპი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 30 აგვ
შპს "კომპანია ბლექ სი გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური სამსახურის სპეციალისტის თანამდებობაზე.

სამუშაოს მოკლე აღწერილობა:

** ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი უშუალო ექვემდებარება ტექნიკური სამსახურის მენეჯერს.
** ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი უზრუნველყოფს სამუშაოების გეგმა-გრაფიკებს დაანგარიშებას ვადებში, ბიუჯეტის შედგენას და შესრულებული სამუშაოების აღრიცხვიანობას.

მოვალეობები:

** სამუშაოთა გეგმა-გრაფიკების შემუშავება ტექნიკურ მენეჯერთან ერთად;
** ობიექტებისათვის საჭირო რესურსის (მუშახელის და მექანიზმების, სამშენელბლო მასალის და სხვა) დაანგარიშება და დაგეგმვა;
** ყოველდღიურად შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და წარდგენა ზედამხედველთან;
** ყოველკვირეული გეგმა-გრაფიკის შემუშავება და წარდგენა ზედამხედველთან;
** ყოველთვიური ანგარიშების წარმოება;
** ტექნიკური მენეჯერის მიერ მომზადებული წერილების თარგმნა საჭიროებისამებრ;
** სამშენებლო ობიექტების მონიტორინგი და საჭიროების შემთხვევაში სამუშაოთა მწარმოებლებისათვის კონსულტაციის გაწევა შესასრულებელ მოცულობებთან დაკავშირებით;
** თვის ბოლოს შესრულებული სამუშაოს მოცულობების დაჯამება, შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენა ხელმძღვანელობასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება - სპეციალობა გზის ინჟინერი ჩაითვლება პლუსად;
** ანალოგიურ პოზიციაზე ან სამშენებლო განხრით მუშაობის გამოცდილება - არანაკლებ 2 წლისა (пту);
** ინგლისური ენის ფლობა აუცილებელია (ტექნიკური ინგლისური ჩაითვლება პრიორიტეტად);
** შრომისმოყვარეობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, სტრესულ სიტუაციაში და შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** MS Office-ის მაღალ დონეზე ცოდნა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, 2018 წლის 30 აგვისტომდე გამოაგზავნოთ CV ქართულ ენაზე, ელფოსტაზე: tds.bsg@client.jobs.ge და სათაურის ველში "subject" მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "ტექნიკური სამსახურის სპეციალისტი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე