კონსიერჟი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კონსიერჟი
მომწოდებელი: თავმჯდომარე
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
შპს "თავმჯდომარე" აცხადებს ვაკანსიას კონსიერჟის პოზიციაზე, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლისთვის ვაკის რაიონში.

ძირითადი მოვალეობები:

** ვიზიტორების კონტროლი; (შემომსვლელი, გამსვლელი)
** ჰოლში და სართულებზე განათების სიტემის მონიტორინგი (ნათურების მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში აღნიშნულის მონაცემთა ბაზაში აღრიცხვა)
** ჰოლში და სართულებზე სისუფთავის კონტროლი. (დამლაგებლის მიერ დაკისრებული ვალდებულებების ზედამხედველობა და შეფასება)
** ლიფტის გამართულად მუშაობის ზედამხედველობა. (ლიფტის გაუმართავი მუშაობის შემთხვევაში ლიფტების მომსახურეობის კომპანიასთან კომუნიკაცია დაზიანების სწრაფი აღმოფხვრის მიზნით)
** დაშვების სისტემის გამართულობის ზედამხედველობა (დაზიანების შემთხვევაში მენეჯერის მყისიერი ინფორმირება)
** ჰოლის და სართულების საერთო მდგომარეობის ზედამხედველობა; (უცხო პირების არ დაშვება ჰოლში)
** სახურავის კარის და ლიფტის სამანქანე კარის ზედამხედველობა; (დღის ბოლოს მათი შემოწმება)
** კომუნალური ქვითრების მიღება და დახარისხება; (ყაზტრანსგაზი, GWP, თელასი).

პიროვნული უნარები და თვისებები:

** თავაზიანი;
** მოწესრიგებული;
** კომუნიკაბელური;
** პუნქტუალური და ორგანიზებული;
** პრობლემური საკითხების დროულად და ხარისხიანად გადაწყვეტის უნარი;
** საცხოვრებელი სახლის მაცხოვრებლების და მათი სტუმრების მიმართ მეგობრული დამოკიდებულების წარმოჩენის უნარი.

პროფესიული უნარები:

** ინგლისურის ან რუსული ენების გამართულ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა (აუცილებელია)
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა (Word, Excel-ში ელემენტარული ცხრილების შედგენა მონაცემთა ბაზის კონტროლისთვის).

დამატებითი ინფორმაცია: აღნიშნულ პოზიციაზე პოტენციური კანდიდატი ვალდებული იქნება ატაროს უნიფორმა, რომელიც შეირჩევა კანდიდატის გემოვნების გათვალისწინებით.

ყოველთვიური ანაზღაურება: 500 ლარი.

სამუშაო დღეები:

** ორშაბათი-პარასკევი: 10:00-19:00
** შაბათი: 10:00-15:00.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით, ელექტრონულ მისამართებზე: i.gogrichiani@gmail.com | a.mumladze@yahoo.com და ელფოსტის გამოგზავნისას მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე