სამრეცხაოს ცვლის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: სამრეცხაოს ცვლის უფროსი
მომწოდებელი: დრ. როდგერ სამრეცხაო მომსახურეობა
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
კომპანია "დრ. როდგერ სამრეცხაო მომსახურეობა" ფართოვდება, ხსნის ახალ თეთრეულის კომბინატს და აცხადებს ახალ ვაკანსიას სამრეცხაოს ცვლის უფროსის თანამდებობაზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** უცხო ენების (რუსული, ინგლისური) ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ტექნიკური აზროვნების უნარი;
** გუნდის მართვის და განვითარების უნარი;
** სასურველია სამრეცხაო მანქანების, ქიმწმენდის, საშრობი დანადგარის, დასაუთავებელი მოწყობილობის სპეციფიკის ცოდნა, სამრეცხაოში გამოსაყენებელი პროფესიონალური ქიმიური საშუალებების ცოდნა, რომელიც გამოიყენება ქიმწმენდაში;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სამრეცხაოში მომუშავე თანამშრომლების მიერ შესრულებული საქმიანობის მონიტორინგი და მეთვალყურეობა;
** ყველა საჭირო დოკუმენტაციის დროულად წარდგენა, დახარისხება და დაარქივება;
** ყოველთვიური ინვენტარიზაცია და რეპორტინგი უშუალო ხელმძღვანელთან;
** შიდა ნორმატიული აქტების ცოდნა და თანამშრომლებს შორის აქტების ცოდნაზე დაყრდნობით შესასრულებელი სამუშაოს დელეგირება;
** სამრეცხაო წარმოების პროცესების კონტროლი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 24
სამუშაო განაკვეთი: სრული

სამუშაო საათები - 3 ცვლაში:

I ცვლა - 08:00-დან 17:00-მდე;
II ცვლა - 17:00-დან 02:00-მდე;
III ცვლა - 02:00-დან 08:00-მდე.

ანაზღაურება: 700 ლარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, შემდეგ ელ.ფოსტაზე: vacancy@zoma.ge და მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე