გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Сopter Tech
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
"Сopter Tech" არის DJI-ს ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში. კომპანია ბაზარზე არსებობს 2017 წლიდან და ხელს უწყობს საქართველოში ინდუსტრიული და სამომხმარებლო დრონების პოპულარიზაციას.

"Copter Tech" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე თბილისში.

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის შესახებ პრეზენტაციების მომზადება, და ინდივიდუალური მორგება კლიენტების სეგმენტზე
** ახალ კლიენტებთან კონსულტაციის გავლა, და არსებულთან კომუნიკაციის გაგრძელება.
** კლიენტებისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზება.
** ტენდერებში მონაწილეობის მიღება და შესაბამისი დოკუმენტაციის მომზადება.
** საქონლის მიღებაში მონაწილეობა;
** საწყობში საქონლის აღწერა, ნაშთების რაოდენობის კონტროლი - პროდუქციის შევსება, პროდუქციის შეკვეთის აუცილებლობის შესახებ მენეჯერის ინფორმირება;
** გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში შეტანა;
** შოურუმის კონტროლი და პროდუქციის სწორად გადანაწილება თვალსაჩენ ადგილას.

ძირითადი მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური, რუსული ენების სრულყოფილი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა;
** კომუნიკაბელურობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ CV ელფოსტაზე: teona@copter.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე