მთავარი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: მთავარი ბუღალტერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
კომპანია "კლინტექ"-ი (ჰიგიენური პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი) არის საქართვლოში მსოფლიოში ლიდერი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი, როგორიცაა Diversey, Kimberly Clark, ERMOP და ა.შ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.cleantech.ge

კომპანია "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე.

საკვალიფიკაფიო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფინანსური აღრიცხვის მიმართულებით;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება;
** ბუღალტრული პროგრამის (1C) მაღალ დონეზე ფლობა;
** ფინასური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების კარგად ცოდნა;
** საქართველოს საგადასახადო კოდექსისა და შესაბამისი ნორმატიული აქტების კარგად ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სააღრიცხვო და ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული ნებისმიერი პროცესის დაგეგმვა, განხორციელება და კონტროლი;
** სააღრიცხვო პროგრამებში, ყოველდღიური საბუღალტრო ოპერაციების კონტროლი;
** საგადასახადო დეკლარაციების მომზადება;
** დებიტორ/კრედიტორების მართვასთან დაკავშირებული პროცესებისა და საკითხების კონტროლი;
** პირველადი და მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტებთან დაკავშირებული საკითხების კონტროლი;
** სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების აღრიცხვა/კონტროლი.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 68ა
სამუშაო განაკვეთი: სრული (კვირაში 5 დღე)
სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე
ანაზღაურება: შეთანხმებით, კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე