ლოჯისტიკის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ლოჯისტიკის მენეჯერი
მომწოდებელი: კლინტექი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 11 სექ
კომპანია "კლინტექ"-ი (ჰიგიენური პროდუქციის წარმოება, რეალიზაცია, იმპორტი, ექსპორტი) არის საქართვლოში მსოფლიოში ლიდერი კომპანიების ოფიციალური წარმომადგენელი, როგორიცაა Diversey, Kimberly Clark, ERMOP და ა.შ.

სრული ინფორმაციისთვის იხილეთ: http://www.cleantech.ge

კომპანია "კლინტექ"-ი აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე (მხოლოდ საქართველოს მასშტაბით გადაადგილებებზე).

მოთხოვნები:

** ავტოპარკის კონტროლი
** სისტემის შემუშავება და დანერგვა გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად;
** შესრულებულ სამუშაოზე ყოველთვიური რეპორტინგი;
** ტრანსპორტის ყოველთვიური კონტროლი;
** ტრანსპორტისათვის საჭირო დეტალზე შეძენის მოთხოვნის გაკეთება;
** ხელოსნებთან და სახელოსნო ცენტრებთან კონტაქტი.

სავალდებულო საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ ერთ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** მართვის მოწმობა (ბ კატეგორია)
** აუცილებელია ავტოტრანსპორტის ტექნიკური მახასიათებლების საბაზისო ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ორგანიზებულობა;
** სამუშაოს დაგეგმვისა და პროცესის მართვის უნარი.

გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV ფოტოსურათით) შემდეგ ელ-მისამართზე: vacancy@zoma.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ სასურველი პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე