ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი - ნატახტარი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსი - ნატახტარი
მომწოდებელი: აქვა გეო
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
შპს "აქვა გეო" (მინერალური წყალი "სნო"-ს მწარმოებელი) აცხადებს ვაკანსიას ხარისხის კონტროლის სამსახურის უფროსის პოზიციაზე.

კომპანიის სათავო ოფისი მდებარეობს სოფ. ნატახტარში.

ძირითადი მოვალეობები:

** ხარისხის მართვის თანამედროვე სისტემის შესაბამისი პროგრამების დანერგვა წარმოებაში მზა პროდუქციისა და საწარმოო პროცესების ხარისხობრივი შეფასებისა და მართვისათვის;
** ხარისხის და სურსათის უვნებლობის სახელმძღვანელოს მიხედვით ხარისხის და სურსათის უვნებლობის ტრენინგის პროგრამის, შიდა ხარისხის დოკუმენტირებული პროცედურების, სამუშაო ფორმების, ხარისხის პარამეტრებისა და ინდეასების საანგარიშო პროგრამებისა და მონაცემთა ანალიზის სისტემების შედგენა;
** ნედლეულის, დამხმარე მასალებისა და მზა პროდუქციის სპეციფიკაციების შემუშავება;
** მზა პროდუქციის ხარისხობრივი პარამეტრების სპეციფიკაციებთან შესაბამისობის კონტროლი. ხარისხის მუდმივი მონიტორინგი და მისი გაუარესების რისკის აღმოფხვრის ღონისძიებების შემუშავება;
** პროდუქტის წარმოების ტექნოლოგიური პროცესის ხარისხის პარამეტრების კონტროლი. არსებულ სპეციფიკაციებთან და ტექნიკურ დოკუმენტაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა წარმოების ყველა ეტაპზე;
** საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით საწყობების მართვის პროცედურების შემუშავება. სერიებისა და ვადების კონტროლი და მონიტორინგი;
** პროცესების მონიტორინგი და მუდმივი გაუმჯობესება; საჭიროებისამებრ მათი სტანდარტის შესაბამისობაში მოყვანა;
** შემოსული ნედლეულის, დამხმარე მასალების და მზა პროდუქციის ყოველდღიური კონტროლი და არსებულ სპეციფიკაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა. დეფექტური პროდუქციის წარმოების მიზეზების გამოკვლევა, პრევენციული ღონისძიებების გატარება და გამოვლენილი მიზეზების აღმოფხვრა;
** რეკომენდაციების მიცემა ახალი პროდუქტის, ან ტექნოლოგიების დანერგვაში;
** რეკომენდაციების მიცემა ახალი შენობა-ნაგებობების, დანადგარების საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაზე;
** გამოსაკვლევი ნიმუშის ტესტირებისათვის შესაბამისი პროცედურების შემუშავება;
** წარმოების დანაკარგების შემცირებისათვის ახალი ნორმებისა და პროცედურების შენუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საერთაშორისო სერტიფიცირებისა და სასერტიფიკაციო საკონტროლო აუდიტებისათვის წარმოების პროცესების მომზადება;
** სამუშაო ჯგუფთან ერთად პრობლემატური, ბიზნესის შემაფერხებელი სიტუაციების გამოვლენა. ხარისხის პრობლემების აღმოჩენა და მათი გადაჭრის გზების განსაზღვრა.
** პროდუქტის ხარისხის გაუმჯობესების პროექტების დაგეგმვა და შესრულება;
** ხარისხის პერსონალის მომარაგება უსაფრთხოების საგნებითა და საზომი ხელსაწყოებით;
** შეუსაბამობის აღრიცხვა და კონტროლი;
** შეუსაბამობის თავიდან აცილების მიზნით, მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი მოქმედებების ჩატარება;
** წარმოებაში პერსონალის ქცევის წესების შემუშავება და მათი დაცვის კონტროლის უზრუნველყოფა;
** საამქროს პერსონალის პერიოდული სწავლება წარმოებაში ქცევის და ჰიგიენის წესების დაცვის მიზნით. სწავლების ეფექტურობის შეფასება;
** შიდა აუდიტის წლიური გეგმის შედგენა და მისი ჩატარების უზრუნველყოფა;
** მაკორექტირებელი და გამაფრთხილებელი მოქმედების დაგეგმვა, შესრულების კონტროლი და ეფექტურობის შეფასება;
** რისკის ანალიზის ჩატარება;
** ხარისხის მენეჯმენტის და სურსათის უვნებლობის სისტემის პერიოდული ანალიზის ჩატარება;
** კონტროლის გაუმჯობესების მიზნით, დამატებითი ქმედებების, ინსტრუქციების და შესავსები ფორმების საჭიროების გამოვლენა;
** მომხმარებლის პრეტენზიების და რეკლამაციების გამოკვლევა, მათი გამოსწორების გზების და მაკორექტირებელი ქმედებების დაგეგმვა და ეფექტურობის შეფასება;
** შეასრულოს სხვა დავალებები, რომლებიც არ ეწინააღმდგებეა საქართველოს კანონმდებლობას.

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება: საინჟინრო-ტექნოლოგიური, ქიმიური, მიკრობიოლოგიური, სხვ.
** აუცილებელია სულ მცირე 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** სასურველია იცოდეს ხარისხის მართვის სისტემის ISO 9000-ის სერიის და სურსათის უვნებლობის სისტემის სტანდარტები;
** საქართველოს კანონის ცოდნა სურსათის უვნებლობასთან და მომხმარებელთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით;
** გამოცდილება შიდა აუდიტში;
** რუსული და ინგლისური ენების ფლობა;
** დაკვირვებული, ყურადღებიანი, პასუხისმგებლიანი.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგზავნეთ CV ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@aquageo.ge 2018 წლის 31 აგვისტოს ჩათვლით. გთხოვთ, განცხადებაში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე