არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსი
მომწოდებელი: უნისონი
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 17 აგვ
სს "სადაზღვევო კომპანია უნისონი" აცხადებს ვაკანსიას არასამედიცინო ზარალების რეგულირების დეპარტამენტის უფროსის პოზიციაზე.

სს "სადაზღვევო კომპანია უნისონ"-მა დროის მცირე მონაკვეთში შეძლო, გამხდარიყო ქართული სადაზღვევო ბაზრის ერთ-ერთი თვალსაჩინო მოთამაშე. ჩვენ გთავაზობთ პროფესიონალ, მეგობრულ, მუდმივ ზრდაზე ორიენტირებულ გუნდში დასაქმების შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპეტენციის ფარგლებში ახდენს დეპარტამენტის გამართული ფუნქციონირებას; საჭიროების შემთხვევაში, ახდენს პრობლემის იდენტიფიცირებას და გადაჭრის გზების მოძიებაზე მუშაობას;
** ავტონაწილების მომწოდებელ სერვის ცენტრებთან და იურიდიულ პირებთან უზრუნველყოფს ხელშეკრულების გაფორმებას;
** შემთხვევასთან დაკავშირებით ახორციელებს დამოუკიდებელ ექსპერტებთან და ზარალების რეგულირების ოფიცერთან ხელშეკრულების გაფორმებას;
** რეგრესზე პასუხისმგებელ პირებთან შესაბამისი მოლაპარაკების წარმოება და საჭიროების შემთხვევაში შეთანხმების გაფორმების უზრუნველყოფა;
** ახორციელებს პროვაიდერების მიერ გაწეული მომსახურების მონიტორინგს;
** უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ თანამშრომელთა შორის ფუნქცია-მოვალეობების სწორ გადანაწილებას;
** უზრუნველყოფს კონკრეტული სახეობის (პოლისი/ხელშეკრულება) მიხედვით დამდგარი სადაზღვევო შემთხვევის შესაბამისი წესის თანახმად რეგულირებას.
** უზრუნველყოფს მიმდინარე და შედარებითი ანგარიშების მომზადებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია მაგისტრის ხარისხი;
** კომპიუტერის საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2 დონეზე);
** სასურველია ორი წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავსი მიმართულებით (სასურველია საფინანსო დაწესებულებაში მუშაობის გამოცდილება).

დამატებითი მოთხოვნები:

** გამართულად მეტყველების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური და ინდივიდუალური მუშაობის უნარი;
** სამუშაოს დაგეგმვის და ორგანიზების უნარი;
** დამოუკიდებელი მუშაობის, ინიციატივის გამოჩენის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი შემდეგ ელ. მისამართზე: vacancy@unison.ge. გთხოვთ, ელ.წერილის სათაურში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება. განაცხადის მოწოდების ბოლო ვადაა 2018 წლის 17 აგვისტო.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე