ინტერიერის დიზაინერი, PR მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ინტერიერის დიზაინერი, PR მენეჯერი
მომწოდებელი: Index
გამოქვეყნდა: 11 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
კომპანიის შესახებ: შპს INDEX GROUP დაფუძნებულია ქართველი და ევროპელი პარტნიორების მიერ და წარმოადგენს ევროპის საუკეთესო და წამყვან ბრენდებს. კომპანიის მულტი-ბრენდულ შოურუმში წარმოდგენილია ექსტერიერისა და ინტერიერის მოწყობისთვის საჭირო მასალების სრული გამა - ავეჯი, განათება, მოსაპირკეთებელი მასალები.

"INDEX" აცხადებს ვაკანსიებს.

1. ინტერიერის დიზაინერი

ძირითადი მოვალეობები და ვალდებულებები:



** ინტერიერის შექმნა.
** ინტერიერის 3D-ვიზუალიზაციის (3D-დიზაინის) შექმნა; საჭიროების შემთხვევაში შენობა-ნაგებობისა და ავეჯის ტექნიკური ნახაზის მომზადება;

** შექმნილი დიზაინისთვის შესაბამის მასალებზე, ავეჯზე, განათებაზე კონსულტაციის, რეკომენდაციის გაწევა.
** აზომვითი ნახაზების შედგენა; ტექნიკურ ნახაზებთან მუშაობის გამოცდილება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:


** განათლება - არქიტექტორი / დიზაინერი
** სამუშაოს შესრულებისთვის საჭირო კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა (3D max, COREL, Autocad ან Archicad, Adobe Illustrator; Adobe Indesign; Adobe Photoshop და სხვა);
** შესაბამის სფეროში მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება;

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა.


პიროვნული თვისებები:


** კრეატიულობა; შემოქმედებითი ხედვა,

** დროის ეფექტურად მართვის უნარი; ორგანიზებულობა;
 პუნქტუალურობა;

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;

** კომუნიკაბელურობა;

** დეტალებზე ორიენტირებულობა.

** სიახლეების იოლად ათვისების უნარი.
** გამართული მეტყველება/ წერა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!) შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge

სავალდებულოა: რეზიუმესთან ერთად გამოაგზავნოთ შესრულებული ნამუშევრების პორტფოლიო (!), რომლის გარეშეც გასაუბრება არ დაინიშნება.
სავალდებულოა: "Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "ინტერიერის დიზაინერი".

2. PR მენეჯერი

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის პიარ სტრატეგიის შემუშავება და მართვა.
** კომუნიკაცია საზოგადოებასთან და კომპანიის პარტნიორებთან;
** მუდმივი აქტიური ურთიერთობა ინტერიერზე და ექსტერიერზე მომუშავე დიზაინერებთან და არქიტექტორებთან; არსებული ბაზის მართვა; ახალი ურთიერთობების დამყარება და განვითარება;
** პიარ აქტივობების დაგეგმვა და მოწყობა-ორგანიზება.

მოთხოვნები:

** საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობის გამოცდილება;
** სოციალური მედიის ადმინისტრირების გამოცდილება; ივენთების ორგანიზების გამოცდილება სასურველია;
** ინგლისური და რუსული ენების კარგი ცოდნა;
** საოფისე პროგრამების და ინტერნეტ რესურსების კარგი ცოდნა;
** ეფექტური, გამართული კომუნიკაციის, პრეზენტაციის და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებელად მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა; მოტივირებულობა;
** პრეზენტაბელური გარეგნობა.

პიროვნული თვისებები:

** კრეატიულობა; შემოქმედებითი ხედვა, ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და საქმისადმი ერთგული დამოკიდებულება;
** პუნქტუალურობა; კომუნიკაბელურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა; დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** სიახლეების იოლად ათვისების უნარი;
** გამართული მეტყველება/ წერა;

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით (!) შემდეგ მისამართზე: careers@index.com.ge
"Subject"-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - "PR მენეჯერი".
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე