საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი
მომწოდებელი: To Do Club
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 22 აგვ
კომპანია To Do Club აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:

საერთაშორისო პროექტების კოორდინატორი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პროექტებთან დაკავშირებული ყველა პროცესის კოორდინაციის გაწევა, სამუშაო ასპექტების კონტროლი და უშუალო ჩართულობა;
** პირველადი, შუალედური და შემაჯამებელი რეპორტების მომზადება (აკადემიური ინგლისური) პროექტის შესაბამისად;
** პროექტის ფარგლებში თემატური შეხვედრების, მოლაპარაკებების, ონლაინ კონფერენციების ორგანიზება და ჩატარება;
** პროექტთან დაკავშირებული ყველა სახის დოკუმენტის მომზადება: მემორანდუმები, ანგარიშები, ხელშეკრულებები, წერილები, ბრძანებები, ცნობები თუ სხვა;
** პროექტის ვადების კონტროლი და დროულად განხორციელების უზრუნველყოფა;
** პროექტის ყველა მიზნისა და ხარისხის სტანდარტის დაკმაყოფილება;
** საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა ადმინისტრაციული დავალების შესრულება;
** საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დონორებთან და პარტნიორებთან ელექტრონული და სხვა სახის კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
** საჭირო ინფორმაციის ანალიზი და მასზე დაყრდნობით სხვადასხვა ტიპის დოკუმენტაციის მომზადება;
** საერთაშორისო ღონისძიებებში (კონფერენცია, სამიტი, ფორუმი) კომპანიის სახლით მონაწილეობა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და დამატებითი უნარ-ჩვევები:

** იურისტი ან ეკონომისტი ბაკალავრის დიპლომი;
** იურისტად ან ეკონომისტად მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;
** ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
** რუსული ენის კარგად ცოდნა;
** აკადემიური წერა (ინგლისურად და ქართულად);
** სხვადასხვა ფორმატის ოფიციალური დოკუმენტების მომზადება;
** ზეპირი, წერითი კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი;
** უპირატესობად ჩაითვლება სახელმწიფო შესყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** უპირატესობად ჩაითვლება საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობის გამოცდილება
** პროგრამები: Microsoft Word; Microsoft Excel; Microsoft Power Point; Google Drive; Google Docs, Google Sheets; Google Calendar;

სახელფასო ზღვარი: 1500-2000 ლარი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: todoclub.global@gmail.com 22 აგვისტომდე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე