ფილიალის მმართველი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ფილიალის მმართველი - ბათუმი
მომწოდებელი: კაპიტალ ექსპრესი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 10 სექ
მიკროსაფინანსო ორგანიზაცია "კაპიტალ ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მმართველის თანამდებობაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის ტექნიკურად გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** დამტკიცებული გეგმების შესრულება;
** ანგარიშის მომზადება ფილიალის მიერ გაწეული სამუშაოების შესახებ;
** აქტიური გაყიდვების წარმოება, პროცესის უშუალო კონტროლი
** მომხმარებლის უზრუნველყოფა უმაღლესი ხარისხის მომსახურებით
** ფილიალის თანამშრომლების მოტივაციაზე ზრუნვა.

სავალდებულო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება, სასურველია ეკონომიკა, ფინანსები, მენეჯმენტი, ტექნიკური სპეციალობები;
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება დაკრედიტების მიმართულებით საფინანსო ორგანიზაციაში.
** პრიორიტეტი მიენიჭება საკრედიტო ორგანიზაციაში საკრედიტო პორტფელის (იპოთეკური სესხების) მქონე კანდიდატებს.

პიროვნული თვისებები და უნარები:

** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენის ცოდნა
** დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული ვერბალური კომუნიკაცია;
** სამუშაოს და დროის დაგეგმვის უნარი;
** სხარტი, ლოგიკური, ანალიტიკური აზროვნება, ინტუიცია;
** მიზანდასახულობა, განვითარების სურვილი;
** პრინციპულობა, გუნდური მუშაობის უნარი, ინიციატივა, აქტიურობა;
** პასუხისმგებლობის გრძნობა, ორგანიზებულობა, მოწესრიგებულობა, ყურადღება დეტალების მიმართ, სტრესულ, დაძაბულ სამუშაო გარემოში მუშაობის უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინოთ ავტობიოგრაფია (CV) სურათით, შემდეგ ელ-მისამართზე: d.keshelashvili@capitalexpress.ge და მიუთითოთ, თუ რომელც ვაკანსიაზე აგზავნით რეზიუმეს (CV), წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე