კორპორატიული გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: სადაზღვევო კომპანია ალდაგი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
სს "სადაზღვევო კომპანია ალდაგი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების აგენტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, პუშკინის 3
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი - პარასკევი, 10:00 – 18:00

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციური კორპორატიული კლიენტების მოძიება;
** სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება;
** პოტენციური კლიენტებისთვის კორპორატიული სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება;
** გაყიდვების გეგმების შესრულება;
** კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
** სამუშაო გამოცდილება გაყიდვების მიმართულებით;
** ინგლისური და რუსული ენების კარგად ცოდნა;
** MS Office პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.

აუცილებელი უნარები:

** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** პრეზენტაციის ჩატარების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადაცემის უნარი;
** მიზანმიმართული და შედეგის მიღწევაზე ორიენტირებული;
** ორგანიზებული.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ CV 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე: hr@aldagi.ge და გთხოვთ, Subject line-ში მიუთითოთ "კორპორატიული გაყიდვების აგენტი".

სადაზღვევო კომპანია "ალდაგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები სადაზღვევო კომპანია "ალდაგის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის შემდგომი სამი წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე