ტექნიკური ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტექნიკური ასისტენტი
მომწოდებელი: ჯითექსი
გამოქვეყნდა: 10 აგვ / ბოლო ვადა: 24 აგვ
კომპანია ჯითექსი, რომელიც საქართველოში წარმოდგენილია შემდეგი ბრენდებით: OVS, Terranova, Penti, collezione, English Home და Enza Home, აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის პოზიციაზე.


ძირითადი მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

ექვემდებარება ტექნიკურ მენეჯერს და უზრუნველყოფს კომპანიის ობიექტებში არსებული მოწყობილობების ტექნიკურად გამართულ მუშაობას, კერძოდ:

** ელ-გაყვანილობების კონტროლი და შეკეთება; დაზიანებული ნათურების გამოცვლა და ა.შ.
** მაღაზიებში წვრილმანი სანტექნიკური სამუშაოების შესრულება;
** ქსელში განთავსებული ტექნიკის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა;
** მოწყობილობების გასუფთავება, დიაგნოსტიკა, შეკეთება და საჭიროების შემთხვევაში გამოცვლა;
** მაღაზიებში ავეჯის სამონტაჟო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება;
** და სხვა ტექნიკური სამუშაოები განსაზღვრული უშუალო ხელმძღვანელის მიერ.

ძირითადი მოთხოვნები:

** ხელსაწყო-ინსტრუმენტების პროფესიულად და უსაფრთხოდ მოხმარება;
** ტექნიკური განათლება;
** სასურველია მინიმუმ ორ წლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე;
** მართვის მოწმობა სასურველია (B კატეგორია);
** ასაკი 25-55 წლამდე მამაკაცი.

პიროვნული თვისებები:

** სამუშაოს დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** აკურატული, დეტალებზე და ხარისხზე ორიენტირებული;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობით, შრომისმოყვარე, გუნდური მუშაობის უნარით;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ფოტოსურათით არაუგვიანეს 2018 წლის 24 აგვისტოს ჩათვლით შემდეგ მისამართზე: hr@gtex.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე