ტენდერი სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტენდერი სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე
მომწოდებელი: სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 9 აგვ / ბოლო ვადა: 31 აგვ
საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ დაფინანსებული პროექტის "საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ფარგლებში, აცხადებს ტენდერს სასტუმრო-საკონფერენციო მომსახურებაზე, ოთხი ტრენინგის ჩასატარებლად.

დაგეგმილი ტრენინგების თარიღებია:

I ტრენინგი - 16-19 ოქტომბერი, 2018
II ტრენინგი - 30 ოქტომბერი - 2 ნოემბერი, 2018
III ტრენინგი - 13-16 ნოემბერი, 2018
IV ტრენინგი - 4-7 დეკემბერი, 2018.

დამატებითი ინფორმაცია:

ჩატარების ადგილი: თბილისი, რეგიონები.

ჩატარების პერიოდი: 2018 წლის ოქტომბერი-დეკემბერი.

ტრენინგის მონაწილეთა რაოდენობა: 23 +/- 5 კაცი.

სასტუმროში განთავსება (საუზმით): 23 +/- 5 კაცი, 3 ღამე - ყოველ ტრენინგზე.

საკონფერენციო დარბაზების რაოდენობა:

** 1 საკონფერენციო დარბაზი 15-18 მონაწილეზე - U განლაგებით;
** იზოლირებული 3 სამუშაო ადგილი ჯგუფური მუშაობისათვის.

მოთხოვნები კვებაზე: შვედური მაგიდა.

კვება: სადილი, ვახშამი (თითოეული ტრენინგისთვის); დრო შეთანხმებით:

23 +/- 5 ადამიანზე:

** 4 სადილი,
** 8 ყავის შესვენება
** 3 ვახშამი.

გთხოვთ, თქვენს შემოთავაზებაში წარმოადგინოთ ყავის შესვენების, სადილისა და ვახშმის მენიუ ცალ-ცალკე.

საკონფერენციო დარბაზის აღჭურვილობა:

** პროექტორი და ეკრანი;
** ფლიპ ჩარტის დაფა;
** ლეპტოპი;
** პრინტერი და საბეჭდი ფურცლები;
** პრეზენტაციის გადასართავი პულტი (ე.წ. "კლიკერი");
** მაგიდების განლაგება - U Shape;
** ცალკე მაგიდა ლექტორისთვის;
** მაგიდა ტრენინგის მასალებისთვის;
** წყალი მონაწილეებისთვის (დღეში 2 ბოთლი პერსონაზე).
** სესიების მსვლელობის დროს ცხელი წყალი, ყავა, ჩაი, რძე, ლიმონი სულ უნდა იყოს დარბაზში.

ტრენინგის მხარდაჭერა: სასტუმროს პერსონალმა უნდა განახორციელოს ტრენინგის ტექნიკური, ორგანიზაციული და ღონისძიებისთვის საჭირო მოთხოვნების სათანადო უზრუნველყოფა.

შერჩევის პროცედურა:

შემოთავაზებებს განიხილავს და შეაფასებს "საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის" (CSRDG) მიერ შექმნილი სატენდერო კომისია. გადაწყვეტილება მიიღება ტექნიკურ მოთხოვნებთან შესაბამისობისა და შემოთავაზებული ფასის საფუძველზე.

კომისიას შეუძლია, მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია და ჩაატაროს ადგილზე ვიზიტი შერჩევის პროცესისას. ასევე კომისიას შეუძლია, გადაამოწმოს ინფორმაცია სხვა მომხმარებლებისთვის მსგავსი მომსახურების მიწოდების ხარისხთან დაკავშირებით.

განაცხადების წარდგენის პროცედურა:

დაინტერესებულმა ორგანიზაციებმა შემოთავაზება უნდა წარმოადგინონ ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: echkhetia@csrdg.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითოთ "EUAA Trainings Venue".

შემოთავაზების გამოგზავნის შემდეგ მიიღებთ საპასუხო წერილს იმის თაობაზე, რომ თქვენი წერილი მიღებულია.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2018 წლის 31 აგვისტო, 18:00 საათი.

გთხოვთ, შემოთავაზება წარმოადგინოთ თქვენი ორგანიზაციის თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
გთხოვთ, შემოთავაზებაში მიუთითოთ ერთეულის, ასევე მთლიანი ფასები ეროვნულ ვალუტაში დღგ-ს გარეშე. ასევე, სიტყვიერად აღნიშნოთ, რომ ფასები არ მოიცავს დღგ-ს.
გთხოვთ, მიუთითოთ შემოთავაზების მოქმედების ვადა (შემოთავაზება ძალაში უნდა დარჩეს განაცხადის წარდგენის ბოლო ვადიდან მინიმუმ 20 დღის განმავლობაში).
გთხოვთ, მიუთითოთ საკონტაქტო პირი, მისი ელექტრონული ფოსტის მისამართი და ტელეფონის ნომერი.

საკონტაქტო ინფორმაცია:

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის საშუალებით, შემდეგ მისამართზე: echkhetia@csrdg.ge

შენიშვნა: CSRDG არ ანაზღაურებს ტენდერში მონაწილის მიერ შემოთავაზების მომზადებისა და წარმოდგენისათვის გაწეულ ხარჯებს, მიუხედავად იმისა შეირჩევა თუ არა მისი შემოთავაზება.

ნებისმიერი მიღებული განაცხადი განიხილება, როგორც შემოთავაზება ტენდერში მონაწილე ორგანიზაციის მხრიდან და არ გულისხმობს/არ ნიშნავს ამ შემოთავაზების მიღებას CSRDG-ის მიერ. CSRDG არ არის ვალდებული ტენდერში რომელიმე მონაწილეს გაუფორმოს კონტრაქტი ამ ტენდერის ფარგლებში.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე