რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA)
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA)
მომწოდებელი: GIZ
გამოქვეყნდა: 8 აგვ / ბოლო ვადა: 3 სექ
თანდართული ფაილი: 185494-giz-tender.zip
GIZ აცხადებს ტენდერს: პროგრამის დასახელება: "დღის წესრიგის 2030 მოთხოვნების გათვალისწინება რეგულირების ზეგავლენის შეფასების ანგარიშებში საქართველოში"

პროგრამის ნომერი: 17.2129.9-006.00

ძვირფასო ქალბატონებო და ბატონებო, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მთავრობის დავალებით შპს. გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქმიანობას ეწევა გერმანია-საქართველოს განვითარების თანამშრომლობის სფეროში.

დაგეგმილი გვაქვს შევისყიდოთ შემდეგი სამუშაო/მომსახურება: დანართი 1 - ის შესაბამისად.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, 3.09.2018 -ის 16:00 საათამდე წარმოგვიდგინოთ თქვენი შემოთავაზება ამობეჭდილი სახით, 2
სხვადასხვა კონვერტში. 1 კონვერტში საფასო შემოთავაზება, ხოლო 2-ში - შინაარსობრივი შემოთავაზება.

გთხოვთ, შემოთავაზებები მოგვაწოდოთ მხოლოდ ინგლისურ ენაზე.

დაგვიანებული შემოთავაზებები არ განიხილება.

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ 2013 წლის მაისიდან სსკ-ს 168-ე მუხლის მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის თანახმად გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება სარგებლობს გადასახადებისგან გათავისუფლებით (დღგ, აქციზი, იმპორტის გადასახადი) და შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში წარმოდგენილი ფასი არ უნდა შეიცავდეს მოცემულ გადასახადებს.

გთხოვთ, კონვერტზე მიუთითოთ შემდეგი:

** სახელი, გვარი, ფირმის სახელწოდება
** საკონტაქტო ინფორმაცია (ტელეფონი, საკონტაქტო პირი);
** ტენდერის დასახელება: რეტროსპექტიული რეგულირების ზეგავლენის შეფასება (ex-post RIA) "საჯარო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონი
წარწერა "კონფიდენციალურია";
** გთხოვთ, მოაწეროთ ხელი დალუქვის ადგილზე.
** გთხოვთ, შემოთავაზება დაიტანოთ თქვენი ორგანიზაციის ლოგოიან თავფურცელზე, დასვათ ბეჭედი და ხელმოწერა.
** აგრეთვე მიუთითოთ შემდეგი მისამართი: GIZ-ის რეგიონულ ბიუროს სამხრეთ კავკასიაში, მე-3 სართული, რუსთაველის 42 / გრიბოედოვის 31ა
0108 თბილისი
** მიუთითეთ პროგრამის ნომერი 17.2129.9-006.00 და აგრეთვე ნომერი 83295797
** დანომრეთ კონვერტები: (I - საფასო შემოთავაზება; II - შინაარსობრივი შემოთავაზება).

შემთხვევაში დაუკავშირდეთ ელექტრონული ფოსტის მეშვეობით შემოთავაზებების ჩაბარებამდე არაუგვიანეს 2 დღისა: ქალბატონ ანა ჩხეიძეს (anna.chkheidze@giz.de)

წესების დარღვევის შემთხვევაში შეიძლება თქვენი შემოთავაზება არ იქნას განხილული.

შემოთავაზებების შეფასება სავარაუდოდ დამთავრდება 10 სექტემბერს.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ ტენდერში გამარჯვებულ ფირმასთან.
პატივისცემით,
ანა ჩხეიძე

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ თანდართული ფაილები.
 
ყველა ტენდერი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე