დიდი ოცეულის სამიტი - ბათუმი
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: დიდი ოცეულის სამიტი - ბათუმი
მომწოდებელი: ევროპის აკადემიური ცენტრი
გამოქვეყნდა: 6 აგვ / ბოლო ვადა: 27 აგვ
შთამბეჭდავი შეთავაზება მოსწავლეებისთვის, სტუდენტებისთვის და ახალგაზრდა პროფესიონალებისთვის ევროპის აკადემიური ცენტრისგან.

დიდი ოცეულის სამიტი, ბათუმი 2018.

თუ ხარ დაინტერესებული გლობალური პოლიტიკით, მსოფლიო სხვადასხვა წერტილში მიმდინარე და გაყინული კონფლიქტებით, ტერორიზმით და მასთან დაკავშირებული გამოწვევებით, დიპლომატიური ურთიერთობებით, არაფორმალური და ფორმალური მოლაპარაკებების წარმოების ხელოვნებით ან შენი მოწოდებაა ჟურნალისტური საქმიანობა, ინფორმაციის მოწოდება სხვადასხვა ხერხების გამოყენებით, მოვლენების ფოტო ან/და ვიდეო აღბეჭვდა და სიუჟეტების მომზადება - ეს შენი შანსია!

მიმდინარეობს დელეგატების, ჯგუფების ხელმძღვანელების და ჟურნალისტების შერჩევა.

მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 14-დან 27 წლამდე სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და ახალგაზრდა პროფესიონალებს.

პროექტის ჩატარების თარიღი: 2018 წლის 27-28 აგვისტო.
თითოეული ქვეყნის წარმომადგენლობის რაოდენობა: 7-დან 10 დელეგატამდე

ოცეულის სამიტის წევრი ქვეყნების ჩამონათვალი:

** ავსტრალია
** არგენტინა
** ამერიკის შეერთებული შტატები
** ბრაზილია
** გერმანია
** დიდი ბრიტანეთი
** თურქეთი
** იაპონია
** ინდოეთი
** ინდონეზია
** იტალია
** კანადა
** მექსიკა
** რუსეთი
** სამხრეთ აფრიკა
** სამხრეთ კორეა
** საუდის არაბეთი
** საფრანგეთი
** ჩინეთი

პროექტის ჩატარების ადგილი - ბათუმი
თარიღი - 25-26 აგვისტო 2018
პროექტში მონაწილეობის საფასური შეადგენს 40 ლარს.

მონაწილეობის საფასურის გადახდა ხდება საბანკო ანგარიშზე: GE47TB3745036080100008

საფასურის გადახდა შესაძლებელია მხოლოდ მონაწილედ შერჩევის შემდეგ.

საკუთარი სურვილით მონაწილეობის გაუქმების შემთხვევაში მონაწილეს გადახდილი თანხა უკან არ უბრუნდება.

მონაწილეობის საფასური ფარავს:

** პროექტში მონაწილეობას დელეგატის სტატუსით;
** საერთაშორისო სერთიფიკატს;
** სოციალურ-კულტურულ ღონისძიებებში ჩართვას.
** ყველა საკონფერენციო მასალით უზრუნველყოფას;

მონაწილეობის მსურველებმა შეავსეთ დელეგატის სარეგისტრაციო ფორმა: https://goo.gl/XtdmKW

ჯგუფის ხელმძღვანელის აპლიკაცია https://goo.gl/Eauppa
საორგანიზაციო გუნდის წევრის აპლიკაცია: https://goo.gl/vqPBrp

დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით:

ქ. თბილისი, კოსტავას N67
ტ: +995(32)2 238 234, 599334700
eapmodelling@gmail.com
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე