ტრენინგი - შრომის უსაფრთხოება
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ტრენინგი - შრომის უსაფრთხოება
მომწოდებელი: კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი
გამოქვეყნდა: 3 აგვ / ბოლო ვადა: 3 სექ
"კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრი" (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაცია (OSHE Georgia) გთავაზობთ ტრენინგს - "შრომის უსაფრთხოება".

ტრენინგი შემუშავებულია კავკასიის უნივერსიტეტისა და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის მიერ, შრომის უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. მსმენელები შეისწავლიან სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებულ შრომის უსაფრთხოების საკითხებს. ტრენინგზე მოხდება რეალური ქეისების განხილვა და სწავლების ინტერაქტიული მეთოდის საშუალებით პრაქტიკული უნარების გამომუშავება. პროგრამა მოიცავს საქართველოში მიღებულ ახალ სტანდარტებისა და პროცედურებს.

ტრენინგის წარმატებით გავლის შემთხვევაში მსმენელი მიიღებს "კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრის" (CUTC) და საქართველოს შრომის უსაფრთხოების, ჯანმრთელობისა და გარემოს დაცვის ასოციაციის (OSHE Georgia) ერთობლივ სერტიფიკატებს: "შრომის უსაფრთხოება" და "პირველადი გადაუდებელი დახმარება"

ტრენერები: მამუკა ფირცხალავა, ვიქტორ რუსეცკი, რატი ცხიტიშვილი, გიორგი ლეიმანი, ამირან შევარდნაძე, ოთარ ქარჩავა, შოთა ნიჟარაძე და მარიამ ბურდული.

თემატიკა:

** უსაფრთხოების ტექნიკის საფუძვლები
** შრომის კანონმდებლობა
** რისკებისა და საფრთხეებისანალიზი
** ელექტროუსაფრთხოება
** სახანძრო უსაფრთხოება
** უბედური შემთხვევები და მათი პრევენცია
** ინციდენტების გამოძიება
** სიმაღლეზე მუშაობის უსაფრთხოება
** მშენებლობაში გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, მათი დანიშნულება და უსაფრთხოება მათი ექსპლუატაციისას
** ხარაჩოს აწყობის და დაშლის პროცედურები და უსაფრთხოება
** ამწის და ამწე მექანიზმების ტექნიკური უსაფრთხოება
** ენერგიის წყაროს დაცვა
** ინდივიდუალური დაცვის საშუალებები
** ავარიული განგაშის სამოქმედო გეგმა და შექმნის პროცედურები
** გარემოს დაბინძურების პრევენცია
** სამუშაო ობიექტის მოწესრიგება
** ექსკავაციის უსაფრთხოება
** ცხელი და ცივი სამუშაოების ტექნიკური უსაფრთხეობა
** დახურულ სივრცეში მუშაობის უსაფრთხოების წესები
** ჯანმრთელობისათვის საშიში ნივთირებები
** პირველადი გადაუდებელი დახმარება

ტრენინგის განრიგი:

ტრენინგის დასაწყისი: 17 სექტემბერი
ტრენინგის ხანგრძლივობა: 4 კვირა
ტრენინგის პერიოდულობა: ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი
ჩატარების დრო: 19:00-22:00 (საათი)

საფასური და რეგისტრაცია:

** ტრენინგის ღირებულება: 1125 ლარი
** ერთი კომპანიიდან 3 ან მეტი წარმომადგენლის დასწრების შემთხევაში მოქმედებს 10%-იანი ფასდაკლება.
** ტრენინგის ღირებულების გადახდა უნდა მოხდეს მის დაწყებამდე არაუგვიანეს 5 კალენდარული დღით ადრე
** გაიარეთ ონლაინ რეგისტრაცია

საკონტაქტო ინფორმაცია:

მერი ხვიჩია
ტრენინგ ცენტრის მენეჯერი
მობ.: 514111171 (433)
ელ. ფოსტა: mkhvichia@cu.edu.ge
 
ყველა ტრენინგი ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე