ზოგადი ინგლისური ენის კურსი ნებისმიერი დონიდან
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე
დასახელება: ზოგადი ინგლისური ენის კურსი ნებისმიერი დონიდან
მომწოდებელი: ბრიტანეთის სამყარო
გამოქვეყნდა: 31 ივლ / ბოლო ვადა: 1 სექ
ზოგადი ინგლისური ენის კურსი ნებისმიერი დონიდან

ჩვენ უკვე 10 წელია წარმატებით ვასწავლით ინგლისურ ენას. თქვენ გეძლევათ საშუალება შეისწავლოთ ინგლისური ენა ნებისმიერი დონიდან. ბრიტანეთის სამყაროს მიერ შექმნილი მეგობრული სასწავლო გარემო, დაგეხმარებათ თავი იგრძნოთ კომფორტულად. ეს არის ადგილი, სადაც სწავლა სახალისოა და არა მონოტონური. პედაგოგი და ცენტრის ადმინისტრაცია ყველანაირ კონსულტაციას გაგიწევთ სხვადასხვა პროგრამების შესახებ და შემოგთავაზებთ თქვენთვის სასურველ და მისაღებ პროგრამას.

სწავლება მიმდინარეობს ყველაზე თანამედროვე მეთოდით და ლიტერატურით, რომელიც მოიცავს სასაუბრო, წერით, კითხვით, მოსმენისა და ვიდეო გაკვეთილებს.

ჩვენი კურსი არის მორგებული თითოეული სტუდენტის მოთხოვნას, რაც ითვალისწინებს მოქნილ გრაფიკს.

"British World" არის მრავალი საერთაშორისო სასწავლებლის წარმომადგენელი საქართველოში, რაც პირდაპირპროპორციულია სწავლების ხარისხთან. ჩვენთან ასწავლიან მხოლოდ მაღალკვალიფიციური და საერთაშორისოდ სერთიფიცირებული პედაგოგები რომლებიც გამოირჩევიან საუკეთესო ახსნის და გადმოცემის უნარით.

ფასები:

** ჯგუფური: 150 ლარი (კვირაში სამჯერ 1 საათი)
** ინდივიდუალური: 250 ლარი (კვირაში სამჯერ 1 საათი)

კურსის ბოლოს გაიცემა სერთიფიკატი.

დაგვიკავშირდით:

ბრიტანეთის სამყარო / British World
მისამართი: პეკინის ქ. 34, მესამე სართული, ოთახი 328.
ტელ: 599 277971 ან 598 565 365
 
ყველა სტიპენდია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია ბმულის გადაგზავნა გადაიტანე Facebook-ზე